„ლეონიდ ჩერნოვეცკი–ქართული მომავალი“ მუშაობის ერთი თვის შედეგებს აქვეყნებს
პოლიტიკა - 11:46, 22 Aug, 2016     1654
უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „ლეონიდ ჩერნოვეცკი – ქართული მომავალი“ ექვსი საკანონმდებლო ინიციატივის მხარდასაჭერად შეგროვებული ხელმოწერების ერთი თვის შედეგები გამოაქვეყნა. ორგანიზაციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ამ კანონპროექტების მიღება საქართველოს მოსახლეობას ცხოვრებას საგრძნობლად შეამსუბუქებს.

ამ დროისთვის, ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს კანონპროექტს „ონლაინ–კაზინოების დახურვის შესახებ“ (32 328 ხელმოწერა).

კანონპროექტს „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ სესხების გაცემის აკრძალვის შესახებ“ 32222 ადამიანმა დაუჭირა მხარი. ასევე, 32 ათასზე მეტი ხელმოწერა შეაგროვა კანონპროექტმა „ქართველი გლეხებისთვის სასოფლო–სამეურნეო მიწის ნაკვეთების გადაცემის შესახებ“.

31 ათასზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს კანონპროექტებს: „პარლამენტიდან იმ დეპუტატების დათხოვის შესახებ, რომლებიც არ ასრულებენ თავიანთ დაპირებებს“ და „გადაუხდელი კრედიტების გამო მოქალაქეების ერთადერთი საცხოვრებლიდან გამოსახლების აკრძალვის შესახებ“.

აჭარის რეგიონის მოსახლეობაში უპირობო ლიდერია კანონპროექტი „შავი ზღვის აკვატორიისა და აჭარელი მეთევზეების უფლებების დაცვის შესახებ“. თავისი მხარდაჭერა ამ კანონპროექტის მიმართ ბათუმის, ქობულეთის და აჭარის სხვა დასახლებულ პუნქტებში მცხოვრებმა 31826 მოქალაქემ გამოხატა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ მოსახლეობის მხრიდან ორგანიზაციის ინიციატივებს დიდი მხარდაჭერა აქვს, ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ ამ კანონპროექტების პარლამენტში წარდგენის შემდეგ, დეპუტატები დაუყოვნებლივ მიიღებენ მათ განსახილველად“ – აღნიშნულია უფლებადამცველი ორგანიზაციის “ლეონიდ ჩერნოვეცკი - ქართული მომავლის“ განცხადებაში.

ხელმოწერების შეგროვებასთან დაკავშირებით, ნებისმიერი შეკითხვით შეგიძლიათ დარეკოთ უფლებადამცველი ორგანიზაციის ცხელ ხაზზე შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: (032) 239-22-11 და (551) 39-22-11 ან დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: listgeorgianfuture@gmail.com.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42