,,ზუგდიდის საოლქო-საარჩევნო კომისიებში ხელისუფლების ზეგავლენის ქვეშ მყოფი პირები ინიშნებიან“ - ირაკლი ჩიქოვანი
პოლიტიკა - 20:33, 21 Aug, 2016     2306
„ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების“ ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის ოფისში საგანგებო ბრიფინგი გამართა.

დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლება აპირებს საოლქო-საარჩევნო კომისიებში დანიშნოს „ქართული ოცნების“ ზეგავლენის ქვეშ მყოფი პირები „პროფესიული წევრების“ კვოტით.

ირაკლი ჩიქოვანმა დღევანდელ ბრიფინგზე გაასაჯაროვა სია, რომელშიც რეკომენდატორებად მითითებულნი არიან გამგებლის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეები, მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები, საკრებულოს მაჟორიტარი წევრები (ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და შედგენის პროცესში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ქართული ოცნების ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მერაბ ქვარაიას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გრიგოლ (გრიხა) მიქავა, რომელიც ჩიქოვანის განცხადებით, 2012 წლის არჩევნებზე ნაციონალური მოძრაობის, კერძოდ კი, პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის როლანდ ახალაიას შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. ამასთან, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საუბნო-საარჩევნო კომისიაში „ პროფესიული წევრების“ დანიშვნაში მონაწილეობას სუს -ის ადგილობრივი ხელმძღვანელი გოგი ნაჭყებიაც იღებს.

„თავისუფალი დემოკრატების“ ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოუწოდებს არასამთავრბო ორგანიზაციებს დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტით და მოახდინონ რეაგირება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42