ცესკო, მონაცემების გადასამოწმებლად, ამომრჩევლებს ახალ სერვისს სთავაზობს
პოლიტიკა - 20:02, 21 Aug, 2016     2400
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ამომრჩევლებს კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს. მათ ამომრჩეველთა სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმება უკვე სწრაფი გადახდის ტერმინალების საშუალებითაც შეუძლიათ. ამომრჩეველთა სიაში მონაცემების გადამოწმებისას, მომხმარებელი ასევე მიიღებს ინფორმაციას, თუ რომელ საარჩევნო უბანზეა რეგისტრირებული, სადაც შეეძლება ხმის მიცემა. მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩეველთა სიებში გადამოწმების შესაძლებლობა საქართველოს მასშტაბით განთავსებულ 7000 სწრაფი გადახდის ტერმინალშია შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ საკუთარი თავის და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმება მოქალაქეებს ასევე, შეუძლიათ ვებ-გვერდზე - voters.cec.gov.ge და „ანდროიდის“ სისტემაზე მორგებული მობილური ტელეფონის/პლანშეტის გამოყენებით.

ამ ეტაპზე, ცესკომ ამომრჩეველთა ერთიანი სია დამატებით განაახლა. ამომრჩეველთა სიას მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული და რეგისტრაციიდან მოხსნილი 59 242 ამომრჩევლის მონაცემი დაემატა ( მისამართის გარეშე რეგისტრირებული 23 988, ხოლო რეგისტრაციიდან მოხსნილი 35 254 ამომრჩეველი).

ცესკოს მიერ 10 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, რომელიც ამომრჩევლის ხმის უფლების განხორციელების უზრუნველყოფას ემსახურება, ამომრჩეველი, რომელიც საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოიხსნა ან რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, ამომრჩეველთა სიაში ბოლო რეგისტრაციის ადგილის ან ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) მიხედვით შევიდა, ხოლო მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული ამომრჩევლის მონაცემები ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) მიხედვით.

საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ზემოაღნიშნული ამომრჩევლების ხმის უფლებას უზრუნველყოფს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42