გიორგი კვირკაშვილმა თეთრიწყაროს მაჟორიტარად გოდერძი ჩანქსელიანი წარადგინა
პოლიტიკა - 16:23, 21 Aug, 2016     2003
ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას მივაქცევთ თეთრიწყაროს ტურისტული პოტენციალის განვითარებას და სპეციალურად თეთრიწყაროსთვის, ტურიზმის განვითარების ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი გეგმა შეიქმნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თეთრიწყაროს მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოდერძი ჩანქსელიანი წარადგინა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, რაიონს ტურიზმის მიმართულებით უდიდესი პოტენციალი აქვს და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ თეთრიწყარო კიდევ უფრო გალამაზდეს და საქართველოში ერთ-ერთი უმთავრესი, ყველაზე საინტერესო ტურისტული მიმართულება გახდეს. პრემიერმა, სიტყვით გამოსვლისას, გასული პერიოდის განმავლობაში გახორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2011 წელს მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება საქართველოს პოლიტიკურ სინამდვილეში - ბიძინა ივანიშვილმა გადადგა მოქალაქეობრივი, იმ დროისთვის გმირული ნაბიჯი და ქართველ ხალხთან ერთად მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინა.

„თქვენ შეგიძლიათ შეადაროთ დღევანდელი წინასაარჩევნო კამპანია იმას, რაც ხდებოდა ოთხი წლის წინ საქართველოში. განსხვავდება, როგორც ცა და მიწა. შეგიძლიათ, შეადაროთ დღევანდელი მედიასივრცე, სატელევიზიო ახალი ამბები, რომლებიც გადმოსცემდნენ ერთსა და იმავეს, დღეს სრულიად განსხვავებული სურათია. ხშირად ისმის კრიტიკა, შეიძლება ხანდახან გულიც გვეტკინოს არაობიექტური კრიტიკის გამო, მაგრამ ეს არის ის გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ. ეს არის დემოკრატიული განვითარების გზა, რომელიც ქართველმა ხალხმა დაიმსახურა იმ ბრძოლოს შედეგად, რომელიც წლების განმავლობაში გასწია. ეს არის ის სახელმწიფო, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ, რომელიც აღარ გადადის ჩვენი მოქალაქეების ზურგებზე, ჩვენ, მათი უფლებების დარღვევით არ მივდივართ წინ. ვაშენებთ ახალ ქვეყანას, რომელიც იქნება თანამედროვე ევროპული ტიპის სახელმწიფო, რომელიც პატივს სცემს საუკეთესო ეროვნულ ქართულ ტრადიციებს და რომელსაც ჩვენი ხალხი იმსახურებს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობაზე. მისი თქმით, 3 მილიარდი ლარი იხარჯება ჯანდაცვასა და სოციალურ მიმართულებაზე, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის თითქმის 35%-ია, ხოლო სოფლის მეურნეობას უპრეცენდენტოდ მაღალი ყურადღება ეთმობა. პრემიერ-მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა დამწყები ბიზნესის დაფინანსების ხელშემწყობი მექანიზმის შექმნაზე და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი, მთლიანობაში, ქვეყნის თვისობრივად შეცვლის საშუალებას იძლევა. „მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ ის პოლიტიკური ძალა ვართ, რომელშიც ყველაზე მეტად არის შერწყმული გამოცდილება, კომპეტენცია, თანამედროვე და ამავე დროს, საუკეთესო ეროვნული ფასეულობები. ჩვენ ვართ პოლიტიკური ძალა, რომელსაც არ გააჩნია დისტანცია საკუთარ მოსახლეობასთან, რომლისთვისაც უცხო არ არის არაფერი ადამიანური. გაჭირვება ჩვენ პიროვნულად გამოგვიცდია და გაგვივლია. ჩვენ თქვენი ცხოვრებით გვიცხოვრია და ვცხოვრობთ დღესაც. სწორედ ამიტომ, სიამაყით მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს ამბიცია, გააერთიანოს მთელი საქართველოს საზოგადოება, დაასრულოს გათითოკაცებული საქართველო და ავაშენოთ ერთიანი, გალამაზებული, გაფერადებული, ამუშავებული, დაქოქილი და აგუგუნებული ქვეყანა. გაუმარჯოს ერთიან, ძლიერ საქართველოს“, - მიმართა პრემიერ-მინისტრმა თეთრიწყაროს მოსახლეობას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42