,,ქართული ოცნების“ სამგორის მაჟორიტარი კანდიდატი მარიამ ჯაში ამომრჩევლებს შეხვდა
პოლიტიკა - 16:00, 21 Aug, 2016     4447
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სამგორის მე-12 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მარიამ ჯაშმა ამომრჩევლებთან შეხვედრები დაიწყო.

მარიამ ჯაში ელექტორატს პარტიის კიდევ ერთმა მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიორგი მოსიძემ წარუდგინა.

„დღე ჩვენ წარვადგინეთ ჩემი მეზობელი საარჩევნო ოლქის, სამგორის მე-12 საარჩევნო ოლქის კანდიდატი მარიამ ჯაში - ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი საქართველოსთვის, რომელსაც ძალიან ბევრი საქმე აქვს გაკეთებული, როგორც საერთაშორისო სარბიელზე, ისე საქართველოსთვის. დარწმუნებული ვარ, მარიამ ჯაში იქნება ბრწყინვალე პარლამენტარი და მომავალში მისი მოღვაწეობა დაეტყობა ჩვენს ქვეყანას“,-აღნიშნა გიორგი მოსიძემ.

როგორც სიტყვით გამოსვლისას მარიამ ჯაშმა განაცხადა, მისი მიზანია, მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნების პროცესში ახალი მოდელი შექმნას.

„ჩემი დიალოგი მოსახლეობასთან ორ რაუნდად წარიმართება. პირველ 20 დღეს მე დავუთმობ აბსოლუტურად ყველა ეზოში, ყველა ოჯახთან შეხვედრას, რომ რეალისტურად შევაჯამოთ ის საკითხები, რაც არის მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. მეორე რაუნდში უკვე კონკრეტულ გეგმას შევიმუშავებ ჩემს მოსახლეობასთან, ჩემს გუნდთან ერთად, მოვამზადებ სამოქმედო გეგმას, თუ ეტაპობრივად როგორ შეიძლება ყველა პრობლემის გადაჭრა“,-აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

შეხვედრებზე კანდიდატი ასევე გეგმავს „ქართული ოცნების“ მიერ მიღწეული უმნიშვნელოვანესი შედეგების შეჯამებას- უშუალოდ მისი ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით საქართველოში უკვე განხორციელებული წარმატებული პროგრამების (საყოველთაო ჯანდაცვის, C ჰეპატიტის, სოლიდარობის ფონდის, გლობალური ფონდის პროგრამების) გამოცდილების გაზიარებას.

„ბედნიერი ვარ, რომ „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად, ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ შექმნილი ისტორიული პროგრამების უშუალო მონაწილე ვარ. თავდაპირველად ბევრისთვის წარმოუდგენელმა ამ პროგრამებმა - საყოველთაო ჯანდაცვამ, C ჰეპატიტის მკურნალობამ და სოლიდარობის ფონდმა - ჩვენ უკვე 10 000-ით ადამიანის სიცოცხლე გადაგვარჩენინა. გპირდებით, რომ სამგორის რაიონში დღემდე გადაუჭრელი სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარების გზებსაც ჩემს გუნდთან ერთად ვიპოვი“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42