,,ჩვენ ვართ ის ძალა, ვისაც ძალუძს ქვეყანა, ხალხი წინ წაიყვანოს“ - კახა ოქრიაშვილი
პოლიტიკა - 15:58, 21 Aug, 2016     3192
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა წალკის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა ოქრიაშვილი წარუდგინა.

როგორც წალკა-დმანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახა ოქრიაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, „ქართული ოცნება“ არის ის ძალა, ვისაც ძალუძს ქვეყანა, ხალხი წინ წაიყვანოს.

„წალკა, როგორც დმანისი, მრავალეთნიკურია. აქ საქართველოს სხვადასხვა კუთხის ქართველები ცხოვრობენ. ქართველებთან ერთად ცხოვრობენ სომხები, ბერძნები,აზერბაიჯანელები, რუსები. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ. ჩვენ ერთმანეთთან ურთიერთობა ვიცით და ამ დამოკიდებულებას ძალიან ვაფასებთ, ვუფრთხილდებით. წარსულში საქართველო დიდი პრობლემების მომსწრეა. ვნახეთ სამოქალაქო დაპირისპირება, ქვეყნის ნგრევა, ეკონომიკის ჩამოშლა, იყო ბევრი წარმატებაც. რატომ ხდებოდა ეს რყევები ჩვენს ქვეყანაში წარსულში? ჩვენს მიერ არჩეული მთავრობები, სამწუხაროდ ბევრ შეცდომებს უშვებდნენ. ჩვენს ქვეყანას ყოველთვის ჰქონდა კვალიფიციური, მდგრადი, გაწონასწორებული პოლიტიკოსების დეფიციტი. დღეს ჩვენ ყველას გვაქვს შანსი, ბატონი გიორგი კვირიკაშვილის ირგვლივ, შევქმნათ კვალიფიციური ხალხისგან შემდგარი „ქართული ოცნების“ სრულიად ახალი გუნდი, რომელიც წინ წაიყვანს ქვეყანას და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. მე გამაჩნია წლების განმავლობაში ბიზნესსა და პოლიტიკაში დაგროვილი გამოცდილება, ცოდნა. მინდა, რომ ეს გამოცდილება მოვახმარო ჩვენს ქვეყანას, მათ შორის წალკას და დმანისს, მოვახმარო ამ ახალ კვალიფიციურ გუნდთან ერთად. დღეს ჩვენ ვართ ის ძალა, ვისაც ძალუძს ქვეყანა, ხალხი წინ წაიყვანოს. ჩვენ გვაქვს ოთხ პუნქტიანი კონკრეტული გეგმა ჩვენი ქვეყნის განვითარების. მოდით, დავდგეთ ერთმანეთის გვერდით, ერთობლივად შევქმნათ ჩვენი შვილების მომავალი საქართველო. ძვირფასო წალკელებო, თქვენ და ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“,-აღნიშნა კახა ოქრიაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42