კვირიკაშვილმა წალკის მოსახლეობას მაჟორიტარ კანდიდატად კახა ოქრიაშვილი წარუდგინა
პოლიტიკა - 14:48, 21 Aug, 2016     2576
გპირდებით, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ძალიან სწრაფი განვითარების გეგმით, ჩვენ მივაღწევთ საქართველოს განვითარების იმ ეტაპს, როდესაც ჩაყრილი იქნება საფუძველიგრძელვადიანი, განვითარებული, გაფერადებული და აგუგუნებული ქვეყნისთვის, ჩვენი საქართველოსთვის, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა წალკის მოსახლეობას, რომელსაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა ოქრიაშვილი წარუდგინა.

გიორგიკვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ეს, ადგილობრივი წარმოების განვითარებით, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობითა და გონივრული საგარეო პოლიტიკით მიიღწევა.

„ჩვენ ვართ იმ ადამიანებისგანშემდგარი გუნდი, რომელიც თითოეული თქვენგანის პრობლემას გულთან ახლოს მიიტანს, რომლისთვისაც უცხო არ არის არც გაჭირვება, გამოგვივლია ყველანაირი საფეხური ცხოვრებაში. ჩვენსადა თქვენს შორის აღარ არსებობს ნაპრალი, დღეს ჩვენს მოსახლეობას სადამსჯელო სტრუქტურების აღარ ეშინია“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, 2012 წლისშემოდგომაზე, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა პოლიტიკური პარტიის შექმნის შესახებ, ქართველ ხალხთან ერთად, საქართველოს პოლიტიკურ სინამდვილეში უდიდესი გარდატეხამოხდა. მისივე თქმით, დღეს საარჩევნო პროცესი თვისობრივად განსხვავებულია იმისგან, რაც 2012 წლის განმავლობაში ხდებოდა, ის გაცილებით დემოკრატიული და მშვიდობიანია, რაც ძალიანდიდი მონაპოვარია.

„დიდი მონაპოვარია ის, რომ ჩვენს მოსახლეობას დღეს აღარ ეშინია მთავრობის და სხვადასხვა სტრუქტურების, გვაქვს თავისუფალი მედია, სადაც თავისუფალი აზრი ისმის. ის,რომ შეიძლება ხშირად ისმოდეს მთავრობის კრიტიკა, არამც და არამც არ ნიშნავს, რომ ყველაფერი, რასაც იქიდან იგებთ, სიმართლეა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის დემოკრატიისმახასიათებელი და ჩვენ ასე უნდა გავაგრძელოთ განვითარება“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა გასული ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებზეისაუბრა და განსაკუთრებით გამოყო ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროები. მთავრობის მეთაურმა ყურადღება „მაღალმთიანი რეგიონების შესახებ“ კანონსაც დაუთმო. „ჩვენ ვართ ისმთავრობა, რომელმაც მთის კანონი მიიღო და რომლითაც დიდი ყურადღება ექცევა მთიან რეგიონებში პედაგოგებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენიოპონენტები ხშირად არიან ადამიანები, რომლებმაც მთის კანონს მხარი არ დაუჭირეს და ძალიან გთხოვთ, როდესაც განსაზღვრავთ, ვის უნდა ენდოთ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ესაუცილებლად გაითვალისწინოთ“, - მიმართა პრემიერ-მინისტრმა წალკის მოსახლეობას. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობა ყველაფრით კმაყოფილი არ არის, თუმცა არ გადაუდგამს არცერთი ნაბიჯი, რომელიც ქვეყნის სიყვარულით არ იყო ნაკარნახევი. მთავრობის მეთაური, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენის შემდეგ, ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა დამათ პრობლემებს გაეცნო.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42