აკა სინჯიკაშვილი: „ძალიან მეცოდებიან ნამდვილი, კარგი პოლიციელები, რომლებიც დანარჩენი გათახსირებულების გამო მათთან ერთად იხარშებიან ქვაბში. რამდენიმე მართლა მიყვარს, მაგრამ არც ამ სიყვარულზე ვარ ვალდებული, იმიტომ რომ ადამიანებმა რომლებსაც ხელფასს ჩემი ხელფასიდან ვუხდი:
მანქანა მოგვპარეს - ვერ იპოვეს.
გაქცეული მეზობლის გამო, რომელიც სულ ორჯერ მყავდა ნანახი - განყოფილებაში წამათრიეს, ფეხებით დამკიდეს და ოთხი საათი მირტყამდნენ.
სპორტის სასახლესთან, ვარჯიშიდან მომავალი მანქანაში ჩამისვეს, ვიღაცისთვის რაღაცის დაბრალებას მაიძულებდნენ, უარი რომ ვუთხარი და შევეპასუხე - ორი თითი მომამტვრიეს, თავში რაღაცა მთხლიშეს და გულწასული დამაგდეს ტროტუარზე.
ღამე ტყუილად გამაჩერეს და ჩემი დასარეკად ამოღებული ტელეფონი ფეხებთან დამიმტვრიეს.
ჩემი ქორწილიდან სახლში მიმავლები გაგვაჩერეს მე და ჩემი ცოლი და უკანა მარჯვენა სტოპი არ გინთებსო და ათის ნაცვლად ასლარიანი ჯარიმა დაგვიწერეს.
ავარიაში მთელი ოჯახი დავიმტვერით, პოლიცია მაშინვე მოვიდა და სანამ საავადმყოფოებში გადაგვანაწილეს, სულ ყველაფერი მოგვპარეს.
უნივერსიტეტში ვიღაცეებმა ფულის მოტანა გვიბრძანეს, მაგის გამო ვეჩხუბეთ, ორმა პოლიციელმა იმათი მხარე დაიჭირეს, იმათთან ერთად გამოგვეკიდნენ და გაქცეულებს ორჯერ გვესროლეს ხალხით სავსე ეზოში.
შოკოლადები მივუტანეთ მორიგე პოლიციელებს და ნარკოლოგიურში მიმათრევდნენ სამჯერ.
ამ ამბებზე პასუხი რა თქმა უნდა არავის უგია.
დემურ სტურუა არის მარტო ერთი უტვინო პოლიციელის კი არა ამ უაზრო და სულელური ნარკოპოლიტიკის მსხვერპლი. მას აიძულებდნენ ეთქვა ვის ჰქონდა სოფელში დათესილი და მოწეული "პლანი". ის "პლანი", ჩემს თვალწინ რომ მოუწევიათ უამრავჯერ პოლიციელებსაც, პარლამენტარებსაც, მღვდლებსაც და მასწავლებლებსაც “.
მასალის გამოყენების პირობები






