,,საქართველოს პრეზიდენტს, უმაღლეს მთავარსარდალს!!!
მოახდინეთ დროული რეაგირება და გამოიჩინეთ ინტერესი იმ მოვლენებზე და ფაქტებზე რაც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ხდება.
თამდებობიდან განთავისუფლებულები არიან:
-პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე,
-პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე.
როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი უახლოეს მომავალში თანამდებობებს დაატოვებინებენ:
-პოლკოვნიკ მალხაზ მაკარაძეს,
-პოლკოვნიკ მალხაზ მერლანს,
-პოლკოვნიკ გრიგოლ ჭელიძეს,
-პოლკოვნიკ შავლეგო ტაბატაძეს.
აღნიშნულ ოფიცრებს სამხედრო განათლება, დასავლეთის სამხედრო სასწავლებლებში აქვთ მიღებული და დღეის მდგომარეობით თავდაცვის სამინისტროში მაღალი თანამდებობები უკავიათ.
სახეზეა თავდაცვის სამინისტროს რღვევა და განადგურება, მიიღეთ ზომები და წინ აღუდექით გენერალური შტაბის უფროსის რუსულ პოლიტიკას, უმორჩილესად გთხოვთ არ დაუშვათ პრორუსულად განწყობილი და საეჭვო რეპუტაციის მქონე სამხედროების დანიშვნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში” - წერს ვიცე-პოლკოვნიკი დავით მაყიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






