სულა სულაშვილი: „მიყვარს ქვეყანა, სადაც შეგნებულ, განათლებულ ადამიანებს სულ ცალფეხზე ჰკიდია, რომელი ბრენდით იმოსები; სად ვახშმობ; როგორ გამოიყურება სახლი სადაც შენ ცხოვრობ; ავტომობილი, რომლითაც გადაადგილდები...
მიყვარს, როდესაც არ გზღუდავენ იყო ისეთი, როგორიც ხარ.
აქ არასოდეს მკარნახობენ, როგორ უნდა ვიცხოვრო, როგორ ვისაუბრო, ან როგორ გავხდე მათთვის სასურველი...
მსიამოვნებს, როდესაც ვგრძნობ, რომ შემიძლია ვიყო სულელიც, გენიოსიც, დარბაისელიც და უბრალოდ თავაწყვეტილი ბომჟიც...
მძულს, მთელი დღე დაყენებული სიფათით ცხოვრება, რადგან მე არა ვარ "ერთი". მე ვარ მეფე და ვარ მონაც; ვარ ბრძენი და ვარ გიჟიც; ჩემში ცხოვრობს მორჩილებაც და ამბოხიც; თავმდაბლობაც და სითავხედეც;
მე ჩემი ცხოვრებას ვცხოვრობ და არვინ მაიძულებს ვიცხოვრო მათი ცხოვრების კაპრიზებით...
გინდათ, მიმიღეთ ისეთი, როგორიც ვარ, თუ არა და ...“
მასალის გამოყენების პირობები






