გოდერძი ბუკია არჩევნებზე მაჟორიტარი დეპუტატობისთვის აღარ იბრძოლებს
პოლიტიკა - 16:43, 20 Aug, 2016     4633
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოდერძი ბუკია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარი დეპუტატობისთვის აღარ იბრძოლებს.

ამის შესახებ ინფორმაციას გოდერძი ბუკიას ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

"მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს !

საქართველოს პარლამენტის 64-ესაარჩევნო ოლქის ამომრჩევლებს !

ნიშანდობლივია საქართველოს პარლამენტის მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური წინსვლისა და ეკონომიკური აღმავლობის ზრდის თვალსაზრისით.

შეუძლებელია სათანადოდ არ დავაფასო ის პატივი, პასუხისმგებლობა და ნდობა, რასაც მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში დეპუტატობის კანდიდატად ჩემი წარდგენა ითვალისწინებს. მე, როგორც მმართველი პარტიის მიერ წარდგენილმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, უდიდეს ნდობად და პატივად მივიღე ეს წარდგენა. სათანადო პასუხისმგებლობით ვეკიდები ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას და მმართველი პარტიის ხელმძღვანელობას მადლობას ვუხდი .

განსაკუთრებული მადლიერების გრძნობას განვიცდი ჩემი მრავალწლიანი, ერთგული ამომრჩევლებისადმი. თქვენდამი, ჩემო ხობელებო! ახლაც, წარდგენიდან დღემდე ჩატარებული შეხვედრებისას, კიდევ ერთხელ ნათლად გამოხატეთ ჩემდამი ნდობა. მსგავსი განწყობა ვიგრძენი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის იმ 7 სოფლის წამომადგენლებისგან, რომლებიც 64-ე ოლქში არიან გაერთიანებულნი.

მიუხედავად ამისა, ჩემი განვლილი ცხოვრებისეული გამოცდილების ანალიზის გათვალისწინებით, მივიღე გადაწყვეტილება 64-ე საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობიდან მოვხსნა ჩემი კანდიდატურა. გთხოვთ, ჩემს ამ გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდოთ; ეს არ ნიშნავს რომ, ამით ოდნავ მაინც შესუსტდება ჩემი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე. მზად ვარ ჩვეული მონდომებით ვემსახურო მშობლიურ რეგიონს, ხობს და საქართველოს. დეპუტატობა ჩემთვის თვითმიზანი არასოდეს ყოფილა და ის, საკუთარი კეთილდღეობისთვის არ გამომიყენებია. ეს იყო საშუალება, მეკეთებინა სასიკეთო საქმეები რეგიონისა და ქვეყნისათვის.

გამოვალ რა პოლიტიკოსის სტატუსის კანონისმიერი ნორმებიდან, დავუბრუნდები პირვანდელ საქმიანობას - ბიზნესს. აღვადგენ ძველს და შევქმნი ახალ ბიზნესურთიერთობებს. სახელისუფლებო ორგანოებთან და კერძო სტრუქტურებთან თანამშრომლობით , გაცილებით ენერგიულად და შეზღუდვებისგან თავისუფალი, შევეცდები მეტი მონდომებით ვემსახურო ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას. საამისოდ საქართველოს მთავრობის მიერ უკვე ამოქმედებული და სამომავლოდ გაცხადებული პროგრამები აქტიური საქმიანობის საუკეთესო პირობებს ქმნის. უცვლელად ვტოვებ ყველა იმ პროექტების ვალდებულებას და პასუხისმგებლობას, რომელიც რეგიონში და უშუალოდ ხობში, ჩემი ინიციატივით ხორციელდება.

პარტიის ხელმძღვანელობამ გაიზიარა ჩემი ეს გადაწყვეტილება. დამარწმუნეს, რომ ამით პარტიისთვის არავითარ უხერხულობას არ ვქმნი. მჯერა „ქართული ოცნება“ ღირსეულ, ახალგაზრდა კანდიდატს შეარჩევს, რომელსაც მთელი ჩემი ადამიანური რესურსებით და პიროვნული შესაძლებლობებით, მაქსიმალური ძალისხმევით გვერდით დავუდგები.

ძვირფასო ამომრჩევლებო ! ვიმედოვნებ, ახალ კანდიდატს თქვენთვის საკადრისი მხარდაჭერით ავირჩევთ 64-ე საარჩევნო უბნიდან საქართველოს პარლამენტში, როგორც მმართველი პარტიის საუკეთესო წარმომადგენელს.

პატივისცემით, გოდერძი ბუკია"- წერია განცხადებაში.

ხობის მოსახლეობას მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად გოდერძი ბუკია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაახლოებით ერთი თვის წინ წარუდგინა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42