ლევან იზორია სამძებრო სამუშაოებს თურქული ხომალდის „Minehunter“-ის ბორტიდან პირადად აკონტროლებს
პოლიტიკა - 16:44, 20 Aug, 2016     3532
დღეს გამთენიისას, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში თურქეთის სასაზღვრო ძალების მეორე სამძებრო-სამაშველო ხომალდი „Minehunter” შემოვიდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია ხომალდზე თურქეთის გენერალურ კონსულთან, იასინ თემიზქანთან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, ზურაბ პატარაძესთან ერთად ავიდა. თავდაცვის მინისტრმა ხომალდის ეკიპაჟისგან სამოქმედო გეგმა მოისმინა და დილის 7 საათზე სამძებრო ღონისძიებაში უშუალოდ ჩაერთო.

4 საათიანი სამძებრო ოპერაციის შემდეგ, თავდაცვის მინისტრი წვრთნების დროს დაკარგული სამხედროების მშობლებს და ნათესვებს შეხვდა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, თურქული ხომალდი სამძებრო სამუშაოებს სულ მცირე 3 დღის განმავლობაში გააგრძელებს. მინისტრის თქმით, თურქულმა მხარემ განაცხადა, რომ თუ შედეგი არ იქნება სამძებრო ღონისძიებები აუცილებლად გაგრძელდება.

„მე გავეცანი თურქული ხომალდის ეკიპაჟს. არის ძალიან მაღალკვალიფიციური ეკიპაჟი და პროფესიონალები თავიანთი საქმის. ხომალდი აღჭურვილია მაღალი ტექნოლოგიების აპარატურით, რაც შესაძლებელს ხდის ამ ოპერაციის ეფექტიანად განხორციელებას. მზაობა არის ძალიან დიდი. ისინი ჩამოსულები არიან მინიმუმ სამი დღით, თუმცა იმის პირობასაც იძლევიან, რომ იმ შემთხვევაში თუ კონკრეტული შედეგი არ იქნება სამძებრო სამუშაოები გახანგრძლივდება“ - განაცხადა თავაცვის მინისტრმა, ლევანნ იზორიამ.

თავდაცვის მინისტრი გარდაცვლილი ჯარისკაცის, იაგო შარაძის მშობლებს პირადად გაესაუბრა. ვლადიმერ შარაძემ თავდაცვის მინისტრს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და სამძებრო ღონისძიების პროცესების გაცნობა ადგილზე სთხოვა. ლევან იზორიამ ვლადიმერ შარაძეს სამძებრო სამუშაოებზე დაკვირვება, უშუალოდ სამძებრო-სამაშველო ხომალდზე დაპირდა.

თურქეთის სასაზღვრო ძალების 650 ტონიანი სამძებრო ხომალდი სიღრმეში ძებნა-გადარჩენის ოპერაციებზეა გათვლილი. ხომალდის ეკიპაჟი 41 კაცს შეადგენს და სანავიგაციო რადარით არის აღჭურვილი. თურქული ხომალდი სამძებრო სამუშაოებს დაახლოებით 200 მეტრი სიღრმის და 350 მეტრი მანძილის რადიუსზე აწარმოებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42