პაატა ბურჭულაძის ირგვლივ შექმნილი პოლიტიკური პლატფორმამ თბილისის მასშტაბით შტაბების ხელმძღვანელებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ლიდერებმა კოალიციის წევრებს წინასაარჩევნო სამოქმედო გეგმა გააცნეს.
რაც შეეხება სიებს, რა კონფიგურაციით დალაგდება 4 პარტიის ქვოტები, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
ბურჭულაძის განცხადებით, კოალიციაში ძალიან ძლიერი გუნდი შეიკრა, რომელიც არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებს.
”დღეს იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. დაისახა გეგმები თუ რა უნდა გაკეთდეს. ძალიან ძლიერი გუნდი ვართ და აუცილებლად გავიმარჯვებთ. ხვალიდან ვიწყებთ ერთობლივ მუშაობას. გეგმა არის ძალიან მარტივი გავიმარჯვოთ 2016 წლის არჩევნებში”, - განაცხადა ბურჭულაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
განცხადება გააკეთა, კოალიცია ”სახელმწიფო ხალხისთვის” ერთ-ერთმა წევრმა მამუკა კაციტაძემ.
მისი თქმით, პოლიტიკა არის ბრძოლა, არჩევნები არის ომი, ომში დემოკრატია ნაკლებად არის. ომში არსებობს ვერტიკალი და ამ ვერტიკალის და გადაწყვეტილების შესაბამისად კონკრეტული მოქმედებები".
ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, კი კოალიცია დღეიდან აქტიურ საარჩევნო კამპანიაში გადადის."დღეიდან გადავდივართ აქტიური საარჩევნო კამპანიის რეჟიმში, რაც გულისხმობს იმას, რომ მომდევნო დღეებში დეტალურად გაიწერება მოქმედების გრაფიკი. ორშაბათიდან საზოგადოება დაინახავს ჩვენ აქტივობას გაცილებით უფრო მეტად”, - განაცხადა ჯაფარიძემ.
გიორგი ვაშაძემ კი აღნიშნა, რომ კონკრეტული გეგმა და გრაფიკი აქვთ თუ როგორ უნდა გაიმარჯვონ 8 ოქტომბერის არჩევნებში.
”გადავედით აქტიურ სამუშაო ფაზაში. ვიწყებთ ბრძოლას საბოლოო გამარჯვებისთვის. ერთმანეთს გავაცანით ჩვენი გუნდები. გვაქვს კონკრეტული გეგმა და გრაფიკი თუ როგორ უნდა მოვიგოთ არჩევნები 8 ოქტომბერს. ეს არის ძალიან ძლიერი გაერთიანება და ვფიქრობ, ჩვენ ძალიან მაგარ შედეგს ვაჩვენებთ. საზოგადოებაში ვგრძნობთ დიდ მხარდაჭერას, რაც უფრო მეტად გვაძლევს ენერგიას”, - განაცხადა ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






