ანიტა რაჭველიშვილი: „გუშინწინ მერიამ დაგვამშვიდა რომ ხეების ჩეხვა შეჩერებულიაო ყაზბეგის 24 ნომერში! დიდი მადლობაც კი გადავუხადეთ საჯაროდ, თურმე რამხელა ტყუილთან გვქონია საქმე!
არაფერი არ შეუჩერებიათ! ყაზბეგის 24-ში არც ერთი ხე აღარ დარჩა. მიწასთან არის გასწორებული ყველაფერი! ორბი ჯგუფი და მერიის ის თანამშღომლები ვინც ეს დაუშვა, ჩვეულებრივი კრიმინალები ხართ და რაც ჩაიდინეთ იქ 40 ადამიანის მკვლელობის ტოლფასია!
თბილისის მერია / Tbilisi City Hall ძალიან დიდი იმედით ვიყავით თქვენდამი განწყობილი,ძალიან გაგვიხარდა ყველა ის გვერდში დგომა და ინიციატივა და იმედი გაგვიჩნდა. ამით ყველაფრს ხაზი გადაუსვით და ჩვენი შეკითხვაა რატომ?! რატომ ანადგურებთ ქალაქს სადაც თქვენც ცხვრობთ,სადაც ჩვენი და თქვები შვილები იზრდებიან! რატომ გინდათ დაავადებების გავრცელებას შეუწყოთ ხელი,რატომ არ განაღვლებთ არაფერი?! რატომ?“
მასალის გამოყენების პირობები






