”ნანა ყეინიშვილი აღარ არის პარტია „ქართული ოცნების“ წევრი. პარტია დავტოვე და პარტია „ჩვენებს“ შევუერთდი. საპარლამენტო არჩევნებში ნანა ყეინიშვილი გამოვა პარტია „ჩვენებით“. ამაყი ვარ, რომ წამოვედი "ქართული ოცნებიდან. ჩემი წამოსვლა არ ნიშნავს იმას, რომ ჩემი გუნდის წევრებზე ვთქვა, რომ ისინი არ ვარგოდნენ და მე ვარ კარგი, ყველას ვუდასტურებ ჩემს დიდ პატივისცემას, ასევე, მინდა ბატონ ბიძინა ივანიშვილს მადლობა ვუთხრა ყველაფრისთვის, რაც 2012 წლიდან დღემდე მისი ხელმძღვანელობით მოხდა საქართველოში და დამთავრდა "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმი. უნდა აღვნიშნო, რომ რაღაც ბზარი შეეპარა ჩემს დამაჯერებლობას, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო ჯერ იმერეთიდან და გააგრძელა სხვადასხვა რეგიონებში მაჟორიტარების წარდგენა, რომლეთა ნახევარიც „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები არიან. მაინტერესებს, მათი წარსული როგორ გაირეცხა”- განაცხადა ნანა ყეინიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






