ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ზუგდიდის რაიონში მაჟორობის კანდიდატად სანდრა რულოვსი წარადგინა. ყოფილი პირველი ლედის წარდგენა სოფელ კორცხელში მოხდა. სანდრა რულოვსმა შეკრებილ საზოგადოებას მიმართა და იმ მიზეზებზე და მიზნებზე ისაუბრა, რის გამოც მან პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა. სანდრა რულოვსის თქმით ქვეყნის განვითარება შეჩერებულია და წინსვლისთვის არაფერი კეთდება:
”დაახლოებით მეოთხე წელია რაც პირველი ლედი აღარ ვარ და ვუყურებ გვერდიდან რა ხდება საქართველოში. ეს 4 წელი შეიძლებოდა მუშაობა ახალი მთვარობისათვის, მიშა არ იყო ქვეყანაში, ვინ უშლიდა ხელს, ვინმე უშლიდა ხელს? თუ არ უნდოდათ კარგი პროექტების გაკეთება თავისებურად გაეკეთებინათ რამე. რამე გაკეთდა? მე ვერ ვხედავ. მე ვერაფერს ვერ ვხედავ, არაფერი გაკეთებულა.ქვეყანა გაჭირვებულია, სტაგნაციაა”- განაცხაა სანდრა რულოვსმა. მისი თქმით ქვეყანაში დაპირისპირების ხანა უნდა დასრულეს და აღარ განმეორდეს ძალაობა და შურისძიება:
”კორცხელში ვიმყოფებით, სადაც ძალდობა შეგვხვდა, ჩვენ დავამარცხეთ, ჩვენ გავიმარჯვეთ სიმშვიდით და სიწყნარით. არანაირი დაპირისპირება არ გვინდა, არც ბოღმა, არც შურისძიება. ჩვენ გვინდა. ეს გადავლახოთ ნამდვილად, ძალიან ხშირად მიშას ამაზე ვესაუბრებოდი. მე თვალებში შეგხედავ- მეთქი და მინდა ნამდვილად ვიცოდე, რაც მოხდა ცუდი, აღარ განმეორდეს. დამიჯერეთ, მე აქ არ ვიდგებოდი, თუ არ ვიქნებოდი დარწმუნებული, რომ ძალადობის გამეორება აღარ იქნებოდა“, - განაცხადა სანდრა რულოვსმა.
მისი თქმით, პოლიტიკაში ბრძოლას საქართველოსთვის დაღუპულ ქართველებს უძღნის.
„მინდა, ჩემი პოლიტიკური ბრძოლა მივუძღვნა იმ ადამიანებს, ვინც თავი გაწირა ქვეყნისათვის, საქართველოში, ერაყში, ავღანეთში, უკრაინაში, სადაც დღესაც არის ბრძოლა და ომი. ჩვენ ვიმუშავეთ 10 წელი. ყოველთვის ვიყავით მზად, ხმალ ალესილი, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს სუვერენიტეტზეა საუბარი. ჩვენ უნდა გვქონდეს ძლიერი ქვეყანა და ჩემს ბრძოლას მივუძღვნი იმ დაღუპულ პირებს, ვინც საქართველოს დროშის პატივისცემისთვის მოკლეს“, - აღნიშნა სანდრა რულოვსმა.
მასალის გამოყენების პირობები






