,,საოლქო კომისიები ,,ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბების ნოტარუალურ კანტორად იქცა“ - გია ცაგარეიშვილი
პოლიტიკა - 12:26, 19 Aug, 2016     1485
საოლქო საარჩევნო კომისიები გადაქცეული არიან პარტია “ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბების დანამატად და ნოტარიალურ კანტორად ,- ამის შესახებ ‘’ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების’’ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ცაგარეიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. საოლქო საარჩევნო კომისიები გადაქცეული არიან პარტია ‘’ქართული ოცნების’’ საარჩევნო შტაბების დანამატად და ნოტარიალურ კანტორად, რადგანაც ქართული ოცნების ადგილობრივი საარჩევნო შტაბების მიერ წარმოდგენილი სიების შესაბამისად აპირებენ საარჩევნო უბნების დაკომპლექტებას. საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ცაგარეიშვილმა ხელისუფლება საარჩევნო ადმინისტრაციის რესურსის გამოყენების მცდელობაში დაადანაშაულა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდა არ დაუშვან და წინ აღუდგნენ საარჩევნო უბნების დაკომპლექტებას ‘’ქართული ოცნების’’ აქტივისტებით.

‘’გუშინ დამთავრდა საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევი კონკურსი. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ უკვე წინასწარ ცნობილია კონკურსში გამარჯვებულთა ვინაობა და უფრო მეტიც, წინასწარ ცნობილია საუბნო სააარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ (თავმჯდომარე, მდივანი, მოადგილე) პირთა ვინაობა, რასაც ზოგ შემთხვევაში ეგრეთ წოდებულ კონკურსში მონაწილე ხელისუფლების მიერ შერჩეული კანდიდატებიც არ მალავენ და ღიად საუბრობენ.

საოლქო საარჩევნო კომისიები გადაქცეული არიან პარტია ქართული ოცნების საარჩევნო შტაბების დანამატად და ნოტარიალურ კანტორად, რადგანაც ქართული ოცნების ადგილობრივი საარჩევნო შტაბების მიერ წარმოდგენილი სიების შესაბამისად აპირებენ საარჩევნო უბნების დაკომპლექტებას. ქართული ოცნება ყველაფერში ბაძავს ნაციონალურ მოძრაობას და აგრძელებს მის სტილში მუშაობას.

მინდა შეგახსენოთ, თუ როგორ მოხდა საოლქო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება ამ რამოდენიმე თვის უკან, რასაც მოყვა პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების და საზოგადოების უარყოფითი გამოხმაურება, როდესაც ყველა ვაკანტურ ადგილზე აირჩა ქართული ოცნების აქტივისტები, რომ საოლქო კომისიაში ჰყოლოდათ ისეთი უმრავლესობა, როგორიც შემდგომში მათ მისცემდა საარჩევნო უბნების მათი კარნახით დაკომპლექტების საშუალებას, რასაც წარმატებით ახორციელებენ.

ხელისუფლება ცდილობს გამოიყენეოს არა მარტო ადმინისტრაციული რესურსი, არამედ საარჩევნო ადმინისტრაციის რესურსიც წარმატების მისაღწევად.

მივმართავ თხოვნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მოვუწოდებ, რომ არ დაუშვან და წინ აღუდგნენ საარჩევნო უბნების დაკომპლექტებას ქართული ოცნების აქტივისტებით, რაც გამოიწვევს არჩევნებში ჩართული ყველა მხარის უნდობლობას, აზიანებს საარჩევნო გარემოს და მთლიანად ქვეყანას.

მივმართავ ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს, არჩევნებზე რეგისტრირებულ სადამკვირვებლო მისიებს და მედია საშუალებების წარმომადგენლებს, განახორციელონ დაკვირვება და მონიტორინგი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევაზე და მის დაკომპლექტებაზე’’, - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42