”თქვენთან მოვედი არა იმისთვის, რომ რამე გთხოვოთ, არამედ იმისთვის, რომ მხარდაჭერა გამოგიცხადოთ”- არჩილ თალაკვაძე
პოლიტიკა - 11:48, 19 Aug, 2016     4111
“ქართული ოცნების” ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე სამედიცინო ცენტრ “მედალფა“-ს სამედიცინო პერსონალს შეხვდა.

არჩილ თალაკვაძემ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შედეგებზე, C ჰეპატიტის პროგრამასა და ექიმებისა და ექთნების ინტერესების დაცვაზე ისაუბრა. მან განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ექთნების როლზე სამედიცინო მომსახურების პროცესში.

“თქვენ ის გმირები ხართ, რომლებიც მშვიდობის დროსაც იბრძვით სიცოცხლის გადასარჩენად, ამიტომაც ჩემთვის თქვენი პროფესია ძალიან ძვირფასია.დღეს თქვენთან მოვედი არა იმისთვის, რომ რამე გთხოვოთ, არამედ იმისთვის, რომ მხარდაჭერა გამოგიცხადოთ“- ამ სიტყვებით მიმართა მედიკოსებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

მან საკუთარ გამოსვლაში აღნიშნა, რომ „ჯანდაცვის სფეროში ჩადებული ყოველი ლარი, მომავალში ქვეყანას მეტ სარგებელს მოუტანს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ეფექტური ჯანდაცვის სისტემა ეკონომიკური განვითარების და სიღარიბის აღმოფხვრის აუცილებელ პირობად დაასახელა. ამიტომ, თქვენ (მედიკოსები) ემსახურებით არამხოლოდ პაციენტებს, არამედ ქვეყნის ეკონომიკას და მომავალს.“

არჩილ თალაკვაძე მენეჯმენტის სპეციალისტია, თუმცა სამაგისტრო განათლება მედიცინის სფეროში აქვს მიღებული. ის, 2013 წლიდან პენიტენციურ სისტემაში ჯანდაცვის რეფორმას ხელმძღვანელობდა, რომელიც ევროკავშირის მიერ გამოყოფილი დამოუკიდებელი მისიის მიერ წარმატებულად შეფასდა და რომლის ფარგლებშიც პენიტენციურ სისტემაში C ჰეპატიტის პროგრამის დაწყება, ტუბერკულოზის გავრცელების უპრეცედენტო შემცირება, პატიმართა სიკვდილიანობის შემცირება და სუიციდის პრევენციის პროგრამის ინიცირება გახდა შესაძლებელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42