პაატა ბურჭულაძის „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ და "ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი არჩევანი" გაერთიანდნენ
პოლიტიკა - 18:14, 18 Aug, 2016     5328
პაატა ბურჭულაძის „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ და „ახალი არჩევანი“ გაერთიანდნენ. განცხადება ცოტა ხნის წინ პაატა ბურჭულაძის პარტიის ოფისში ლიდერებმა გააკეთეს. პაატა ბურჭულაძის თქმით გაერთიანება არ დასრულებულა და პროდასავლური ღირებულებების პოლიტიკური ძალებისთვის კარი ისევ ღიაა:

„დღეს შეიქმნა ახალი პლატორმა, რომლის სახელწოდებაც არის „პაატა ბურჭულაძე- მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის“ . მე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ყოფილ კოლეგებს ახლა კი თანაგუნდელებს, რომლებიც შემოგვიერთდნენ სწორედ მაშინ, როდესაც ჩვენ გუნდზე მიმდინარეობდა ძალიან დიდი ზეწოლა და იყო დიდი წნეხი ჩვენზე. დღეიდან ეს ბატონიშვილები ჩვენთან ერთად გაინაწილებენ ამ წნეხს, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი, ეს გმირობის ტოლფასია. ჩვენ იმედის თვალით შემოგვყურებს მთელი საქართველო, უფრო სწორად ის 80% საქართველოსი, რომელსაც უჭირს. ჩვენ ვიძლევით პირობას, რომ როგორც კი მოვალთ ხელისუფლებაში ჩვენ მათ ცხოვრებას შევცვლით საგრძნობლად უკეთესობისკებ, და ამას იგრძნობენ არა 4 წლის შემდეგ არამედ პირველივე თვეებში. ცოტა დრო დარჩა მოთმინებისთვის. მე ინდა კიდევ გამოვაცხადო, რომ ჩვენი კარები ღიაა ყველასათვის ვინც ჩვენ ხედვებს იზიარებს, ჩვენი ხედვებია პროდასავლური, ესაა ნატოში გაწევრიანება, ესაა სწრაფი ეკონომიკური გზა და რაც მთავარია სამართლიანი საქართველო. მე მინდა ჩვენს მომხრეებს ვუთხრა , ცოტა დრო დარჩა და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება“- განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

გირჩმა, ახალმა საქართველომ და ახალმა მემარჯვენეებმა თანამშრომლობა პაატა ბურჭულაძეს გუშინ შესთავაზეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42