"საქართველოს უბლოკო სტატუსის იდეა საინტერესო იყო რუსეთის ხელისუფლებისთვის"- ბურჯანაძე რუსეთში ვიზიტზე
პოლიტიკა - 16:31, 18 Aug, 2016     2524
”ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ნინო ბურჯანაძემ მოსკოვში ვიზიტი შეაფასა. როგორც ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ქვეყნის პრობლემების მოგვარებისთვის უმნიშვნელოვანესია ქვეყანამ წარმართოს პირდაპირი დიალოგი რუსეთთან. ბურჯანაძის თქმით მას რუსეთში ვიზიტისას საუბარი საქართველოს უბლოკო სტატუსის შესახებაც ქონდა და ამ საკითხს, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დადებითი გამოხმაურება ქონდა:

„ჩვენ ვისაუბრეთ იმ შეცვლილ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე, რომელიც ეხებოდა რეგიონს, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს. ბუნებრივია, ვისაუბრეთ რუსეთ- საქართველოს ურთიერთობაზე. კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი იმ პრობლემებს, რომელიც ნამდვილად ძალიან მწვავეა ამ ურთიერთობაში. ცხადია, ვისაუბრეთ უბლოკო სტატუსზეც. ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია ამ ინიციატივამ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მცოდნოდა რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების აზრი უბლოკო სტატუსთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ცდილობენ, ათასნაირი სპეკულაციები წამოწიონ ამ თემასთან დაკავშირებით, შემიძლია ვთქვა, რომ ეს იდეა ნამდვილად საინტერესო სიახლე იყო რუსეთის ხელისუფლებისთვის. ისინი ბუნებრივია, დაინტერესდნენ და დამეთანხმნენ იმაში, რომ აღნიშნულ საკითხს ნამდვილად შეუძლია გახნას ახალი შესაძლებლობები რუსულ-ქართული მოლაპარაკებების ურთიერთობებში“,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42