პატიმრებზე ზეწოლასთან დაკავშირებით სუბელიანის განცხადებას სასჯელაღსრულების სამინისტრო ეხმაურება
წინასაარჩევნოდ პატიმრებზე განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ კობა სუბელიანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განცხადებით პასუხობს, რომელსაც "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ:
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ კობა სუბელიანის მიერ წინასაარჩევნოდ პატიმრების ზეწოლასთან დაკავშირებით დღეს გაკეთებულ განცხადებაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო აცხადებს, რომ სოციალურ ქსელში 13 აგვისტოს გამოქვეყნდა კობა სუბელიანის ანალოგიური შინაარსის სტატუსი, რომლის გამოქვეყნებიდან დაუყოვნებლივ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის დავალებით, სამინისტროს გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი ბატონ კობა სუბელიანს ტელეფონით დაუკავშირდა და მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით შეხვედრა შესთავაზა. დეპუტატმა თბილისში არყოფნის მიზეზით, შეხვედრა 15 აგვისტოსთვის გადადო. ამასთან, სუბელიანს სატელეფონო საუბრისას არ დაუსახელებია არც ერთი კონკრეტული ფაქტი ან რომელიმე პირის ვინაობა, მხოლოდ ზოგადი ინფორმაციით შემოიფარგლა და განაცხადა, რომ ამის თაობაზე ინფორმაცია ერთ-ერთ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის მამისგან შეიტყო.
კობა სუბელიანმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში გამოცხადება 15 აგვისტოს ნაცვლად, მხოლოდ გუშინ, მიმდინარე წლის 17 აგვისტოს შეძლო. აღნიშნულ შეხვედრაზეც მან არ დაასახელა არც ერთი კონკრეტული გვარი და ფაქტი. როგორც სატელეფონო საუბრისას, ისევე სამინისტროში შეხვედრის დროს, დეპუტატმა განაცხადა, რომ ინფორმაცია მსჯავრდებულის მამისგან მიიღო, რომლის ვინაობის გამხელისგან მამა თავს იკავებს, თითქოს, შვილის მიმართ მოსალოდნელი ზეწოლის და უარყოფითი შედეგის შიშის გამო. ასევე, ზოგადია ინფორმაცია, სუბელიანის თქმით, ე.წ მაყურებლის იმერეთის მხარეში მდებარე ერთ-ერთ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შესახებაც. აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით არც ერთი კონკრეტული პირის ვინაობა, მათ შორის, მისი თქმით, ე,წ მაყურებლის გვარიც არ დასახელებულა და არც ის, თუ კონკრეტულად რომელ დაწესებულებაშია გადაყვანილი. აღნიშნულთან დაკავშირებით დეპუტატმა სუბელიანმა განაცხადა, რომ კონკრეტული პირების ვინაობა არ იცის.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ბატონ კობა სუბელიანთან შეხვედრისა და საუბრის შესახებ შედგენილია შესაბამისი ოქმი, რომელსაც დეპუტატი თავად აწერს ხელს.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო აცხადებს, რომ სრულად დეპოლიტიზებული უწყებაა და თავის მხრივ, გამორიცხავს რაიმე სახის ზეწოლის გზით საარჩევნო პროცესებში მსჯავრდებულთა და მათი ოჯახის წევრების ჩართვას. სამინისტრო მიიჩნევს, რომ თავისუფალი არჩევანი ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარია და ამ უფლების შეზღუდვას საკუთარი საქმიანობის არეალში არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს. ამასთან, მიმართავს საზოგადოებას, თუ რომელიმე პოლიტიკური პარტია ან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წინასაარჩევნო შეხვდრებზე მსჯავრდებულთა შესახებ მსგავსი თემებით მანიპულირებას შეეცდება, დროული და ეფექტური რეაგირების მიზნით, კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ მიაწოდონ ინფორმაცია საასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას."- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა