"ყველა უწყება მაქსიმალურად მობილიზებულია"- თავდაცვის მინისტრი ზღვაში დაკარგულ სამხედროებზე
პოლიტიკა - 15:02, 18 Aug, 2016     1772
სპეციალური ოპერაციების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები შავ ზღვაში ინტენსიურად მიმდინარეობს. სამძებრო ოპერაცია არც ღამით წყდება. ადგილზე მობილიზებულია თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ყველა შესაბამისი ქვედანაყოფი. სამძებრო ღონისძიებებში ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის „იროკეზის“ ტიპის შვეულმფრენიც მონაწილეობს, რომელიც შესაბამისი სამაშველო შესაძლებლობებითაა აღჭურვილი.

ქართული მხარის თხოვნით სამხედრო-სამაშველო ოპერაციაში დაუყონებლივ ჩაერთო აშშ-ის ევროპული სარდლობა და თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის სამსახური. ღონისძიებების განსახორციელებლად თურქეთიდან, დღეს დილის 2 საათზე კიდევ ერთი ხომალდი დაიძრა, რომელიც შესაბამისი პერსონალითაა დაკომპლექტებული და სამძებრო აპარატურითაა აღჭურვილი. გუშინ კი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში თურქეთის სანაპირო დაცვის პირველი კატარღა 9-კაციანი ეკიპაჟით შემოვიდა და სამუშაოებში ჩაერთო.

„ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. თქვენ იცით, რომ მთელი ღამის განმავლობაში, პრაქტიკულად, შეუსვენებლად მუშაობდნენ ჩვენი ამერიკელი კოლეგები. შემდეგ ჩაერთვნენ ასევე, თურქები. კატარღა უკვე შემოვიდა, ხვალ დილას კი ჩვენს ტერიტორიულ წყლებში ყველანაირი თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი თურქული ხომალდიც შემოვა, რათა მეტი ინტენსივობით გაგრძელდეს სამუშაოები. ყველა უწყება, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტრო თავდაცვის სამინისტროსთან ერთად აბსოლუტურად მაქსიმალურად მობილიზებულია, რათა ჩვენს თურქ კოლეგებთან ერთად გავაგრძელოთ ეს სამძებრო სამუშაოები“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

სამძებრო სამუშაოები პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი თავდაცვის მინისტრს. ღონისძიებების უშუალოდ გაცნობის მიზნით, ლევან იზორია გუშინ გონიოში გაემგზავრა და პირად შემადგენლობას ახალი მითითებები მისცა. თავდაცვის მინისტრი სამხედროების ოჯახის წევრებსაც შეხვდა და მათ დამხარება აღუთქვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42