ოთარ დანელია თურქ კოლეგას შეხვდა
პოლიტიკა - 15:01, 18 Aug, 2016     1200

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ თურქეთის სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის მინისტრს, ფარუკ ჩელიკს შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის კუთხით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

თურქეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ფარუკ ჩელიკმა თურქეთისთვის მძიმე წუთებში საქართველოდან მიღებულ მხარდაჭერას გაუსვა ხაზი. მინისტრმა აღნიშნა, რომ ერთი თვის წინ, თურქეთში, საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს წარმომადგენლობითი დელეგაცია იმყოფებოდა. სწორედ იქ მოხდა შეთანხმება, რომ უახლოს დროში, სოფლის მეურნეობის საკითხებზე გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა საქართველოში გაიმართებოდა.

,,დღევანდელ შეხვედრაზე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ. 22 წლის შემდეგ, პირველად იმართება სოფლის მეურნეობის სფეროში აღმსარულებელი კომიტეტის შეხვედრა, რომელიც ძალიან სასარგებლო იქნება თანამშრომლობისა და ურთიერთობების მომავალი განვითარების თვალსაზირისით. თურქეთსა და საქართველოს შორის კარგი სავაჭრო ურთიერთობებია, მაგრამ მისი მთელი მოცულობის მხოლოდ 10%-ს წარმოადგენს სოფლის მეურნეობა. ეს არ შეეფერება იმ პოტენციალს, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს. ჩვენ შევთანხმდით, რომ აუცილებელია ძალისხმევა იმისთვის, რათა ეს პოტენციალი განვავითაროთ. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში იმყოფება თურქეთიდან 44 ბიზნესმენი, რომლებიც სოფლის მეურნეობის სფეროში მოღვაწეობენ და ისინი დღეს გამართულ საქართველო-თურქეთის ბიზნესფორუმში მიიღებენ მონაწილეობას", - განაცხადა თურქეთის სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის მინისტრმა, ფარუკ ჩელიკმა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თურქეთის რესპუბლიკა საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია და მნიშვნელოვანია, ყველა საკითხი, რაც ქვეყნებისთვის ორხმრივად სასარგებლო და სასიკეთოა, დადებითად გადაწყდეს.

,,თურქეთი არის საქართველოს ახლო მეზობელი ქვეყანა, რომელთანაც სტრატეგიული ურთიერთობები გვაქვს. ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები საჭიროებს გადახედვას და გაუმჯობესებას. შეხვედრაზე შევთანხმდით პრაქტიკულად ყველა საკითხზე, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოდან თურქეთში პროდუქციის ექსპორტის თვალსაზრისით. არის ბევრი მიმართულება, სადაც შეიძლება საქართველომ და თურქეთმა აქტიურად ითანამშრომლონ. უნდა აღინიშნოს, რომ უპირობოდ შეგვიძლია თანამშრომლობა იმ პოზიციებში, რომლებიც ევროკავშირის მიერ არის აღიარებული. ამიტომ ევროკავშირთან დაახლოებისა და ჰარმონიზაციის პროცესი, არის დამატებითი შესაძლებლობა კიდევ უფრო გავაღრმავოთ სხვა ბაზრებზე სავაჭრო ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობები“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოდან თურქეთში ისეთი პროდუქტების ექსპორტს, როგორიცაა თხილი, ხორცი, ასევე თაფლი და ყურძნის კონცენტრატი. ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა ითვალისწინებს ორმხრივ ურთიერთობებს, მათ შორის თურქეთიდან იმ პროდუქციის იმპორტს, რომლის წარმოებაც ქვეყანაში არ ხორციელდება.

ოთარ დანელიამ აღნიშნა, რომ 22 წლიანი პაუზის შემდეგ, აგრარული მიმართულებით ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაციის პირველი ვიზიტია საქართველოში. დღეს გამართულ შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ ფორმატში შეხვედრა ყოველწლიურად გაიმართება.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველო-თურქეთის სოფლის მეურნეობის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა და ხელი მოეწერა ოქმს, რომელიც მცენარეთა წარმოებისა და მცენარეთა დაცვის, ცხოველთა კეთილდღეობის და ცხოველთა ჯანმრთელობის, ასევე სამეცნიერო მიმართულებებითა და ვაჭრობის გაღრმავების კუთხით თანამშრომლობას ითვალისწინებს. ოქმს ხელი მოაწერეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ და თურქეთის სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის მინისტრის მოადგილემ, ნურსეთ იაზიჩმა.

დღესვე, მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ბიზნესფორუმი გაიმართება, რომელშიც აგრარული მიმართულების უმსხვილესი კომპანიების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42