„ციხეებში, წინასაარჩევნოდ პატიმრებზე და ე.წ. მაყურებლებზე ზეწოლა დაიწყო, რომ მათ თავინთი ოჯახის წევრებს დაავალონ იმუშაონ ქართული ოცნების სასარგებლოდ, შეუგროვონ ხმები.
ამასთან დაკავშირებით განცხადება რამდენიმე დღის წინ გავაკეთეთ. სასჯელაღსრულების მინისტრის დავალებით დამირეკა გენერალური ინსპექციის უფროსმა, რომელმაც მთხოვა შეხვედრა, შედგა ჩვენი შეხვედრა, ვუთხარი ყველაფერი და ეს შეხვედრა გაფორმდა ოქმით, მან რა თქმა უნდა უარყო ამის შესახებ, ასევე თქვა, რომ აუცილებლად ჩაატარებს მოკვლევას და დაიწყებს გამოძიებას.
მინდა მივმართო იმ ოჯახებს, პარტიმრების იმ მშობლებს, რომლებსაც ესეთი ცრუ დაპირებებით ატყუებენ, პირდებიან სასჯელის განახევრებას და არჩევნების მერე პატიმრობიდან განთავისუფლებას, ეს არის წინასაარჩევნო ტყუილი, ნუ წამოეგებით ამ ინფორმაციას და ნუ გაუწევთ დათვურ სამსახურს ხელისუფლებას, რომელმაც 2016 წლის 8 ოქტომბერს უნდა დასრულდეს.“- განაცხადა კობა სუბელიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






