„ეს იქნება პოლიტიკური ერთობა საქართველოს კრიზისიდან გამოსაყვანად და იმ პრობლემების მოსაგვარებლად რაც ქვეყანაში არის. ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულებები პროდასავლური თვალსაზრისით, გვაქვს საერთო ხედვები ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, რომ ჩვენი გუნდების გაერთიანებით ჩვენ შეგვიძლია ძალიან ბევრს მივაღწიოთ და ამ გაერთიანებას ექნება ძალია დიდი განაცხადი იმისთვის, რომ საბოლოო გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ, რადგან ეს იქნება გამარჯვება საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
შეგახსენებთ, პაატა ბურჭულაძის „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ ოფისში „გირჩის“, „ახალი საქართველოსა“ და „ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენლები არიან შეკრებილი. პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები გაერთიანების შესაძლებლობის საკითხზე შეხვედრას მართავენ.
მასალის გამოყენების პირობები






