"ჩვენ ვეძებთ გადაკვეთის წერტილებს და არა განსხვავებებს"- ჯაფარიძე ბურჭულაძესთან შესაძლო გაერთიანებაზე
პოლიტიკა - 12:37, 18 Aug, 2016     1452
ახალი პოლიტიკური ცენტრის „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პაატა ბურჭულაძესტან შეხვედრის დაწყებამდე, იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც გიორგი ვაშაძის პარტიასთან და „ახალ მემარჯვენეებთან“ ერთად პაატა ბურჭულაძის მოძრაობასთან გაერთიანების იდეა გაჩნდა.

„ეს არ იქნება გაერთიანება არავის წინააღმდეგ, ეს იქნება კონკრეტული ხედვების გარშემო გაერთიანება. პირველ რიგში ეს არის ის რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს გზა ევროპისკენ და ნატოსკენ და მეორე ეს არის რომ საქართველოში უნდა მოხდეს სწრაფი ეკონომიკური განვითარება, რომ დავძლიოთ ის მთავარი პრობლემა, რომელიც საქართველოში უკვე მეოთხედი საუკუნეა რაც არის, ეს არის სიღარიბე. ეს არის ორი საკითხი რაზეც ჩვენ ვაპირებთ თანამშრომლობას. ცხადია იქნება საკითხები, რომელზეც ჩვენ გვექნება განსხვავებული ხედვები,მაგრამ ჩვენ ვთვლით , რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ პროდასავლური ძალების გაერთიანება მოხდეს. ჩვენ ვეძებთ გადაკვეთის წერტილებს და არა განსხვავებებს.“- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ჯაფარიძე მოსალოდნელი გაერთიანებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი ურეიტინგობის გამო შეშინებულია:

„მმართველი გუნდი არის შეშინებული, იმიტომ რომ მათი რეიტინგი არის დაბალი და მე ვერ ვხედავ შანსს, რომ ეს რეიტინგი აწიონ და მესმის რომ ამ შიშის და პანიკის გამო რაღაც განცხადებებს გააკეთებენ“- აღნიშნა ჯაფარიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42