უმცირესობა ითხოვს ცესკომ კვარაცხელიას პარტიას რეგისტრაცია გაუუქმოს - ირმა ნადირაშვილი
პოლიტიკა - 11:23, 18 Aug, 2016     1930
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მედია მდივანი ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ვალერი კვარაცხელიას პარტია სოციალესტებს, ბედუკაძის პარტიის მსგავსად ოფიციალურად თავმჯდომარე არ ჰყავს და შესაბამის გრაფაში ჩანაწერი არ არსებობს.

„ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ ბედუკაძის პარტიას რეგისტრაცია გაუუქმდა. ამის შემდეგ მხრიდან მოვისმინეთ შეთავაზება კვარაცხელიას, რომ ბედუკაძეს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს თავის თანამოაზრეებთან ერთად არჩევნებში კვარაცხელიას პარტიის საშუალებით. ამ განცხადების შემდეგ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ კვარაცხელიას პარტიის რეგისტრაცია გადაამოწმა. ამ პარტიის სახელია „ნეიტრალური საქართველო“ და არჩევნებში კვარაცხელია -სოციალისტების სახელით იღებს მონაწილეობას.

შესწავლის შემდგე, ჩვენ დავადგინეთ, რომ კვარაცხელიას პარტიას, ზუსტად იგივე პრობლემა აქვს, რაც ბედუკაძეს ჰქონდა - ისინი არასწორად არიან დარეგისტრირებული და პარტიათა რეესტრში პარტიის თავჯდომარის გრაფა ცარიელია, ანუ ამ ორ პარტიას ხელახალი რეგისტრაცია არ გაუვლიათ.

ამ ინფორმაციიდან გამომდინარე, ჩვენ მივმართავთ ერთის მხრივ იუსტიციის მინისტრს, რომ გაასაჯაროვოს ინფორმაცია პარტიების რეესტრიდან და ნათელი გახადოს თუ როგორ აქვს ამ პარტიას რეგისტრაცია გავლილი და მეორეს მხრივ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარე ჟვანიას, რომ მოიქცეს ზუსტად ისე, როგორც ბედუკაძის პარტიის შემთხვევაში და კვარაცხელია სოციალისტებს რეგისტრაცია გაუუქმოს.

ამ ხარვეზმა კიდევ ერთხელ დაგვანახა რომ თამარ ჟვანია პროდასავლური პარტიებისათვის პრობლემების შექმნითაა დაკავებული და თავს ვერ ართმევს დაკისრებულ მოვალეობებს.

ჩვენთვის გასაგებია, რომ აქ ჟვანი არ არის დამნაშავე და ის ასრულებს პუტინის მთავარი მოკავშირის ივანიშვილის დავალებას ასრულებს. ჩვენ ვიცით ივანიშვილის განწყობა, რომ მისი მიზანი პუტინის პარტიები გაძლიერებაა საქართველოში. ამიტომ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიზანია, რომ პუტინის მთავარი მოკავშირე ივანიშვილი 8 ოქტომბერს ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას და ქვეყანა განვითარების სწორ გზას დაადგეს.“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42