ელისო კილაძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 12:01, 18 Aug, 2016     17388

"ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს:

"მოგეხსენებათ,2016 წლის 15 აგვისტოს გავავრცელე რამდენიმე ვიდეო ფრაგმენტი,რომელიც მკაფიოდ და თვალნათლივ ცხადყოფს,რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ"ქართული ოცნების"მთავარი ნარატივი ე.წ.ცოცხების კადრები დადგმულია !!!
გუშინ გავრცელდა "ეს შენ გეხებას"განცხადება,რომელშიც მთავარი აქცენტი გაკეთებულია არა პატიმართა წამებასა და დაცინვაზე,არამედ იმაზე რომ ხელისუფლებამ უნდა მოახდინოს ჩემს მიერ გავრცელებული კადრების დაბლოკვა იმ მოტივით რომ ფირზე შესაძლებელია პატიმართა იდენტიფიკაცია და უნდა დაიწყოს გამოძიება ფირის წარმომავლობის და გავრცელების ფაქტზე.
საქართველოს მთავარი პროკურატურა,რომელიც რუსი ოლიგარქის ხელში მთავარი პოლიტიკური იარაღია,ოპერატიულად გამოეხმაურა ამ განცხადებას და დღეს12:00 წუთზე გამოკითხვაზე ვარ დაბარებული.
მიუხედავად იმისა,რომ გამოკითხვის პროცესი ნებაყოფლობითია და შემიძლია უარი ვთქვა მასზე,მივიღე გადაწყვეტილება გამოძიების კითხვებს ამომწურავად ვუპასუხო.
ბ-ნ შოთაძეს შევახსენებ,რომ მასალა რომელიც გამოვაქვეყნე ჯერ კიდევ 2013 წელს ციხის კადრების გამავრცელებელი პირების მიერ სრულად წარდგენილია მთავარ პროკურატურაში ,ხოლო გასულ წელს ჩემს ხელთ არსებული აუდიო და ვიდეო მასალები დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩემს მიერ ნებაყოფლობით წარდგენილია ქ.თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში.( გამოძიების შედეგი ჩემთვის ამ დრომდე უცნობია)
შეგახსენებთ,რომ ჩემს მიერ გავრცელებული კადრები არ არის პირადი ცხოვრების ამსახველი,მოპოვებულია სრულიად ლეგალურად და გავრცელებულია კანონის სრული დაცვით.
გამომდინარე იქიდან რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ბიძინა ივანიშვილის მთავარი ამოცანაა ქვეყანაში არ არსებობდეს დამოუკიდებელი მედია,რომელიც ამხელს მის დანაშაულებრივ რეჟიმს,დაიგეგმა და განხორციელდა რამდენიმე პროვოკაცია,რომელიც მიზნად ისახავდა ჩემს დაკავებას ( ერთ ერთი დეპუტატის პირადი ფირის რედაქციაში მოტანის ჩათვლით ), არ გამოვრიცხავ რომ დაწყებული პროცესი შეიძლება მიმართული იყოს გაზეთ"ქრონიკა+"ის წინააღმდეგ და არჩევნების წინ მის დასახურად.
მზად ვარ მოვლენების განვითარების ნებისმიერი სცენარისათვის.
ბრძოლა იქნება ბოლომდე,ყველა სამართლებრივი ბერკეტის გამოყენებით !!!
მივმართავ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს-ყურადღებით დააკვირდნენ "ქრონიკა+"-ის წინააღმდეგ განვითარებულ მოვლენებს.
ელისო კილაძე
"ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორი.
18.08.2016 წელი."- წერს ელისო კილაძე ფეისბუკზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42