საარჩევნო ბლოკი ვაშაძე ჯაფარიძე - „ახალი არჩევანი“ მზადაა ბურჭულაძესთან გაერთიანდეს
პოლიტიკა - 20:02, 17 Aug, 2016     3887
"ნიუპოსტის" ინფორმაცია დასტურდება: საარჩევნო ბლოკი ვაშაძე ჯაფარიძე - „ახალი არჩევანი“ პაატა ბურჭულაძეს სთავაზობს 20016 წლის არჩევნებზე გაერთიანებული ძალით იბრძოლონ. შესაბამისი განცხადება რამდენიმე წუთის წინ გიორგი ვაშაძემ, ზურაბ ჯაფარიძესთან და ახალი მემარჯვენეების ლიდერ მამუკა კაციტაძესთან ერთად გააკეთა.

"დღეს არის მოცემულობა რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეებს ფაქტობრივად წართმეული აქვთ არჩევანი, ვფიქრობთ, რომ საზოგადოება არ იმსახურებს არჩევანს ცუდსა და უარესს შორის - ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის. საქართველო ახალ, უკეთეს არჩევანს იმსახურებს. ჩვენ დავდექით მოცემულობის წინაშე რომ ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის დრო ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს. ახლა ქვეყანას მაღალი რეპუტაციის, მაღალი კომპეტენციის ადამიანები სჭირდება, რომლებსაც შეუძლიათ იტვირთონ პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვაზე. ჩვენ ვხედავთ პაატა ბურჭულაძისადმი მაღალ ნდობას, რომელიც არსებობს საზოგადოებაში, მის რეპუტაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ და მისი საქმიანობის დადებით შედეგებს მთელს საქართველოში. მიგვაჩნია, რომ ბურჭულაძეს აქვს ყველა რესურსი, გააერთიანოს მის გარშემო ყველა პროდასავლური ძალები და მართლაც ძლიერი პროდასავლური ცენტრი ჩამოყალიბდეს. ეს ქვეყანას გამოიყვანს იმ ღრმა კრიზისიდან რომელიც დღეს არის. მივმართავთ პაატა ბურჭულაძეს და გამოვთქვამთ სრულ მზადყოფნას ის გამოცდილება და ენერგია, რომელიც ჩვენს საარჩევნო ბლოკში შემავალ პარტიებს აქვთ გავაერთიანოთ მის ირგვლივ, მის გუნდთან ერთად. დღეს საქართველოს სჭირდება ახალი არჩევანი, რომელიც ჩვენს ქვეყანას სრულიად ახალ პერსპექტივას მისცემს. ვფიქრობ რომ პაატა ბურჭულაძის გარშემო შეგვიძლია გავერთიანდეთ ყველა ის ღირებულებებისა და ფასეულობების მქონე ადამიანი, ვინც ხვალინდელი საქართველოს მშენებლობაში ითამაშებს მნიშვნელოვან როლს"- აღნიშნა ვაშაძემ.

ცნობისთვის, "ნიუპოსტი" ჯერ კიდევ დილით წერდა იმის შესახებ, რომ არჩევნებამდე პაატა ბურჭულაძის გარშემო პროდასავლურ ძალები შემოიკრიბებიან.

ჩვენი ინფორმაციით, პოლიტიკური შეთანხმება უკვე მიღწეულია და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მესამე პოლიტიკურ ძალად ბურჭულაძესთან ერთად, შესაძლოა მოგვევლინონ: ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“, გიორგი ვაშაძის „ახალი საქართველო“, ბაჩუკი ქარდავას "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" და "ახალი მემარჯვენეები".






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42