მერიასთან ხეების მოჭრას აპროტესტებენ - მოქალაქეებმა ნარმანიას გადადგომა მოითხოვეს
პოლიტიკა - 19:05, 17 Aug, 2016     2146
ამ წუთებში „პარტიზანი მებაღეები“ თბილისის მერიასთან აქციას მართავენ.
„პარტიზანი მებაღეების" აქციას ყაზბეგის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეებიც შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეები ყაზბეგის ქუჩაზე ხეების მოჭრას აპროტესტებენ.

მოქალაქეები დავით ნარმანიას გადადგომას ითხოვენ.

ორგანიზაციის ერთ-ერთმა წევრმა, ნატა ფერაძემ შიმშილობაც დაიწყო.

აქციას შეუერთდა საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი. მან გამწვანების სამსახურის უფროსის გადადგომა და იმ ექსპერტის პასუხისმგებლობის დაყენება მოითხოვა, რომელმაც ხეების მოჭრის შესახებ დადებითი რეკომენდაცია გასცა.

”ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თბილისის მერია უკანონოდ გასცემს ბრძანებას ხეების მოჭრასთან დაკავშირებით. ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად, მათ ამ დრომდე რეაგირება არ მოუხდენიათ აქციები გაგრძელდება. ჩვენი აქციის ერთ-ერთი მონაწილე შიმშილობს და ეს შიმშილობა გაგრძელდება მანამ, სანამ შესაბამისი პასუხისმგებელი პირები არ გათავისუფლდებიან დაკავებული თანამდებობებიდან"- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

”სანამ ეს სამსახური არ დაკომპლექტდება კვალიფიციური, პასუხისმგებლობით სავსე კადრებით, მე აქედან ფეხს არ მოვიცვლი. ვაცხადებ უვადო შიმშილობას” - განაცხადა ნატა ფერაძემ.

მისი თქმით, ყაზბეგის 24 ნომერში, საღი ხეები, მათ შორის იშვიათი ჯიშის ვერცხლისფერი ნაძვები გაჩეხეს.

მისივე ინფორმაციით, ყოფილი სისხლის გადასხმის ინტიტუტის ტერიტორიაზე ორი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა იგეგმება.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42