„კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების, სესიაშვილმა გვაჩვენა, როგორ აზროვნებს. საინტერესო აზროვნებაა, თუ ასე ფიქრობს, ვინ დაუშლის? თუ საქართველოს უშიშროება იმაზეც კი ვერ ფლობს ინფორმაციას, უსუფაშვილი და ბურჯანაძე ერთად არიან თუ ცალ-ცალკე, თუ კი ჩვენ რუსეთის აგენტები ვგონივართ ამ ხელისუფლებასაც, კარგად ყოფილა მაგათი საქმე. „ცენტრისტები“ გაექცათ ფლანგიდან და „რესპუბლიკელები“ იპოვეს რუსების ინტერესების გამტარებლად. ყოჩაღ ირაკლი, აფერუმ! ქართველები მსოფლიოს აოგნებენ მსოფლიო რეკორდებით, სესიაშვილი თავისი აზროვნების სიმაღლით.“ - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
შეგახსენებთ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა დავით უსუფაშვილის და ნინო ბურჯანაძის მხრიდან წამოსულ ინიციატივებს წინასაარჩევნო სვლა უწოდა და განაცხადა, რომ უსუფაშვილი სიტუაციის გამოყენებას და პროდასავლურ ორიენტაციაზე ექსკლუზივის მოპოვებას ცდილობს.
მასალის გამოყენების პირობები






