"ეროვნულმა ფორუმმა" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ნაწილის დასახელებით, აქტიური საარჩევნო კამპანია დაიწყო.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ანი მიროტაძემ "ნიუპოსტს" განუცხადა, "ეროვნული ფორუმის" ლიდერები რეგიონებში მაჟორიტარ კანდიდატებს, მოსახლეობას პირადად წარუდგენენ, ამომრჩეველს კი სრულყოფილ საარჩევნო პროგრამას გააცნობენ.
"რეალურად ეროვნული ფორუმის საარჩევნო კამპანია დღეს დაიწყო. დღეს საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაც გვქონდა, რომელიც სრულყოფილია.
როგორც იცით, დღესვე მოხდა 6 ლიდერის დასახელება მაჟორიტარულ ოლქებში, ეს პროცესი მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება 19 აგვისტოს აჭარაში მივდივართ, სადაც წარვადგენთ ჩვენს კანდიდატებს. მომავალ კვირას ვგეგმავთ პარტიის ახალი სახეების ნაწილის პრეზენტაციასაც, ჩვენ ვიქნებით ძალიან აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულები.
გარდა ამისა ჩვენ ვგეგმავთ სხვადასხვა რაიონებში ჩასვლთ და ადგილობრივ მოსახლეობას წარვუდგენთ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს. ჭიათურაში ჩემი მაჟორიტარ დეპუტატად წარდგენა 23 აგვისტოს არის დაგეგმილი. ასეთივე ღონისძიება ჩატარდება ფოთში, თელავში, მაჟორიტარ ეპუტატებს თბილისის მოსახლეობასაც უახლოეს პერიოდში წარვუდგენთ"- აღნიშნა "ნიუპოსტთან" ანი მიროტაძემ.
მისი თქმით, მოსახლეობას ბევრი სიურპრიზი ელოდება.
" გარკვეულ კანდიდატებთან დაკავშირებით სიურპრიზები იქნება, რომელსაც ეტაპობრივად შემოგთავაზებთ. ეროვნული ფორუმში ცნობილი სახეებსაც იხილავთ, ჩვენ რიგებში ნახავთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდნენ, თუმცა არ იყვნენ ჩვენი პარტიის წევრები. ძალიან საინტერესო სახეები გელოდებათ წინ" - განმარტა მირტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






