კერძოდ, ჩვენი ინფორმაციით, პოლიტიკური შეთანხმება უკვე მიღწეულია და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მესამე პოლიტიკურ ძალად ბურჭულაძესთან ერთად, შესაძლოა მოგვევლინონ: ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“, გიორგი ვაშაძის „ახალი საქართველო“, ბაჩუკი ქარდავას "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" და "ახალი მემარჯვენეები".
ჩამოთვლილ პარტიებს ცალსახად გამოკვეთილი პროდასავლური ორიენტაცია აერთიანებთ, ამიტომ იდეოლოგიაზე შეთანხმება მარტივად მოხერხდა.
ამ ეტაპზე უცნობია, რა ტიპის პოლიტიკური კოალიიციის შექმნას გეგმავს პაატა ბურჭულაძე. თუმცა, ფაქტია, რომ მსოფლიო ბანი შესაძლოა „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ალტერნატივად ვიხილოთ.
გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ბოლო პერიოდში ჩატარებული ყველა საერთაშორისო კვლევა უჩვენებს, რომ პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური მოძრაობის რეიტინგი მზარდია.
IRI-ს კვლევების მიხედვითაც, პერსონალურ რეიტინგებში პაატა ბურჭულაძემ 75 პროცენტით, სერიოზულად აჯობა პრემიერი კვირიკაშილს, რომლის პოპულარობა ამ კვლევის მიხედვით 56%-ს არ აღემატება.
ფაქტია, რომ ბურჭულაძის ახლად რეგისტრირებული ძალა მესამე პოზიციას იკავებს და არც თუ დიდი სხვაობით ჩამორჩება "ქართულ ოცნებას" თუ "ნაციონალურ მოძრაობას".
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საკმაოდ დიდია გადაუწყეტელი ამომრჩევლის რაოდენობა, ახალი ძალის სამიზნე სწორედ ეს ელექტორატი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები






