ამირან გიგუაშვილის აქცია - ,,საჩუქარი თბილისის მერს"
პოლიტიკა - 11:49, 17 Aug, 2016     2983
,,ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატების“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა ამირან გიგუაშვილმა თბილისის მერიის წინ გამართა აქცია სახელწოდებით ,,საჩუქარი თბილისის მერს" .

აქციის მიზეზი გლდანის მე-8 მკ/რ-ის პატარა ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე წლების განმავლობაში გადაუჭრელია ნაგავსაყრელის პრობლემაა. აღნიშნული ტბის ირგვლივ ცხოვრობს მოსახლეობა და მიუხედავად სხვადასხვა ხელისუფლების დროს მათი მიმართვისა, ტერიტორია გამოიყენება როგორც სამშენებლო მასალების, ასევე საყოფაცხოვრებო ნარჩენების თავმოყრის ადგილად. ვინაიდან ტბა არის დაბინძურებული, ის არ გამოიყენება როგორც დასასვენებელი ადგილი; არის ქვეწარმავლების და ანტისანიტარიის ბუდე.

ამირან გიგუაშვილმა ახალგაზრდებთან ერთად ჩაატარა ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია, რის შემდეგაც ნაგვის ნარჩენები სიმბოლურად მოათავსა ქაღალდის ყუთში, რომელიც გარედან დასურათებულია ნაგავსაყრელზე გადაღებული ფოტოებით. ნაგვით სავსე ყუთი ამირან გიგუაშვილმა მიიტანა თბილისის მერიასთან ქალაქ თბილისის მერისათვის გადაცემის მიზნით. აქციის ჩატარების მიზანია პრობლემის მიმართ ყურადღების გამახვილება, რათა თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა და შესაბამისმა სტრუქტურებმა მოახდინონ რეაგირება.

,,დღეს თავისუფალი დემოკრატების ახალგაზრდულ ფრთასთან ერთად გლდანში, პატარა ტბის ტერიტორიაზე გვქონდა დასუფთავების აქცია. წლების განმავლობაში, მოსახლეობა ითხოვს ამ ტერიტორიის ნაგვისგან გაწმენდას, მაგრამ გლდანს პატრონი არ გამოუჩნდა. ეს არის ანიტისანიტარიის და ქვეწარმავლების ბუდე. ჩვენი შვილების ჯანმრთელობა ყოველდღიურად არის რეალური საფრთხის წინაშე. ახალგაზრდების ინიციატივა იყო, რომ დასუფთავების აქციის შემდეგ, სიმბოლურად ამ მუყაოს ყუთით წამოგვეღო პლასტიკატის ნარჩენები თბილისის მერისათვის, რათა იქნებ ახლა მაინც მიაქციოს ამ პრობლემას ყურადღება. ასეც ხდება, რომ როდესაც მერია და შესაბამისი სამსახურები არ მიდიან ნაგავსაყრელთან, ნაგავი მოდის მერიასთან. მე პირობას ვდებ, რომ 8 ოქტომბრის გამარჯვების შემდეგ, გლდანელებს სხვა პრობლემებთან ერთად დასუფთავების პრობლემაც მოუგვარდებათ და გლდანი აღარასოდეს იქნება მიტოვებული და ყურადღების მიღმა დარჩენილი რაიონი“, - განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42