არგუმენტირებული პასუხი არასამთავრობო სექტორს - საჯარო განხილვაზე ხელისუფლებამ ყველა საჭირო დოკუმენტაცია წარმოადგინა
პოლიტიკა - 21:38, 16 Aug, 2016     1988
დღეს ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ე.წ. 9 აპრილის სახელობის სკვერში საავტომობილო გზის გაყვანასთან დაკავშირებით საჯარო განხილვა გაიმართა.

შეხვედრას ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე ობიექტური მიზეზის გამო ვერ დაესწრო. მერმა შეხვედრის ორგანიზატორებს საჯარო განხილვის თარიღის შეცვლა შესთავაზა, თუმცა შეხვედრა მაინც დაანონსებულ დროს გაიმართა.

შეხვედრის ორგანიზატორები სკვერში სამუშაოების შეჩერებას და მისთვის პირვანდელი სახის დაბრუნებას ითხოვდნენ, ასევე, აცხადებდნენ, რომ აღნიშნულ სკვერში გზის გაყვანა კანონდარღვევით განხორციელდა. იყო ბრალდებები ქალაქის მერის მიმართაც, რომელსაც გადაწყვეტილების ერთპიროვნულობაში სდებდნენ ბრალს.

საჯარო განხილვაზე საკრებულოს თავმჯდომარემ ყველა საჭირო დოკუმენტაცია წარმოადგინა, შეკრებილ საზოგადოებას საკითხი ამომწურავად განუმარტა და დასმულ შეკითხვებს არგუმენტირებულად უპასუხა. გელა კობალაძის მიერ წარმოდგენილმა დოკუმენტაციამ ცხადჰყო, რომ პროექტთან დაკავშირებით სხვადასხვა ჯგუფის მიერ გაჟღერებული ბრალდებები საფუძვლს მოკლებული გახლდათ.

რაც შეეხება ბრალდებას გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღებასთან დაკავშირებით, შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა არაერთი არქიტექტორი, რომელთაც აღნიშნეს, რომ ქალაქის მერმა, ხსენებულ საკითხთთან დაკავშირებით, მათთან ერთად არაერთხელ იმსჯელა. ასევე, წარმოდგენილ იქნა საკრებულოს სხდომის ოქმი, რომელმაც სკვერის გაჭრასთან დაკავშირებით საკრებულოს უმრავლესობის თანხმობა ცხადყო.

შეხვედრის ფორმატის გამო დისკუსია ცხარე კამათის ფონზე წარიმართა. თუმცა საკითხის განმარტების შემდეგ შეხვედრის მონაწილეთა უმრავლესობისთვის სკვერის მცირე ნაწილის საავტომობილო გზისთვის გამოყენება და ამით საგზაო მოძრაობის დარეგულირება ყველაზე სწორი მეთოდი აღმოჩნდა.

შეხვედრის ბოლოს არასამთავრობო სექტორი და ხელისუფლება შეთანხმდა, რომ ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან, იმისთვის, რომ მსგავსი გაუგებრობა თავიდან იქნას აცილებული, არასამთავრობო სექტორის მეტი ჩართულობა იქნება გათვალისწინებული.

საჯარო განხილვას მოქალაქეები, არასამთავრობო და მედია სექტორი, ასევე, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42