ივანიშვილთან შეხვედრას აზრი არ აქვს, არ გავახარებ ზოგიერთებს - ბედუკაძის მუქარა ხელისუფლებას
პოლიტიკა - 16:40, 16 Aug, 2016     21028
პარტია „ცენტრისტების“ წარმომადგენლებმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში შესაძლოა ვალერი კვარაცხელიას პარტიის, „ნეიტრალური საქართველოს“ სახელით მიიღონ მონაწილეობა.

როგორც "ნიუპოსტს" ლადო ბედუკაძემ განუცხადა, ბევრი პარტიაა, რომლებმაც ცესკოში უკვე გაიარეს რეგისტრაცია, თუმცა ჯერ კონსულტაციები არავისთან გაუმართავთ.

რაც შეეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც "ცენტრისტები" რეგისტრაციიდან მოხსნეს, ბედუკაძე ამბობს, რომ "ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ გაილაშქრა და უგუნური გადაწყვეტილება მიიღო".

"ხელისუფლების დამსახურებით, ცესკოს გადაწყვეტილება პირდაპირი შეტევა იყო ერთი კაცის წინააღმდეგ. არამგონია ეს წულუკიანის გადაწყვეტილება ყოფილიყო, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში არიან წინა ხელისუფლების ნარჩენები, მათ ქართველი ხალხი განაჩენს აუცილებლად გამოუტანს. ხელისუფლებამ დაპირებების რესურსი უკვე ამოწურა - 2012 წელს რა დაპირებებიც გასცეს მაგაზე მეტს რას დაჰპირდებიან.

ბედუკაძემ "ნიუპოსტთან" საუბრისას ისიც აღნიშნა, რომ 2012 წელს "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლას გარკვეულ წილად ციხის კადრებმა შეუწყო ხელი, თუმცა "ხელისუფლებას ამის აღიარების ვაჟკაცობა არ ჰყოფნის".

"კადრები "ოცნებისადმი" განკუთვნილი არ იყო, ამ კადრებმა დაარწმუნა დასავლელი პარტნიორები, რომ სააკასვილი უნდა წასულიყო ხელისუფლებიდან. რაც შეეხება მოქმედ ხელისუფლებას ისინი უგუნურები არიან, ზოგიერთი მათგანი ღირსი იყო სააკაშვილის რეჟიმის. ღირსები იყვნენ რომ სააკაშვილი მათ ჩარეციხილებს უწოდებდა"- აღნიშნა ბედუკაძემ.

ამასთან თუ რამდენიმე დღის წინ ლადო ბედუკაძე ამბობდა, რომ ივანიშვილის აზრს გაითვალისწინებდა დღეს ციხის სკანდალური კადრების ავტორმა "ნიუპოსტს" უთხრა, რომ ყოფილ პრემიერთან კომუნიკაციას აზრი არ აქვს.

"შეხვედრას აზრი არ აქვს, ჩვენ პარტიას არჩევნებში მონაწილეობა აკრძალული აქვს, თუმცა არ გავახარებ ზოგიერთებს, პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ"- დასძინა ციხის სკანდალური კადრების ავტორმა.

ცნობისთვის, ბედუკაძის პარტია ცესკომ რეგისტრაციიდან მოხსნა. პროკურატურამ ამ უკანასკნელს სახელმწიფო დაცვაც მოუხსნა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42