ცესკო და იუსტიციის სამინისტრო ერთმანეთს არ ელაპარაკება? - პოლიტიკური სკანდალი და ურთიერთბრალდებები
პოლიტიკა - 15:11, 16 Aug, 2016     3195
„ცენტრისტების“ საარჩევნო რეგისტრაციაში გატარების გამო ცესკოს პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

იურისტების განმარტებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რაზეც საჯარო რეესტრი საუბრობს, ცესკო-ს „ცენტრისტები“ რეგისტრაციაში არ უნდა გაეტარებინა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ დღევანდელი მდგომარეობით, საჯარო რეესტრის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების რეესტრის მონაცემებით, პარტია „ცენტრისტებს“ არ ჰყავს ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი.

„საჯარო რეესტრის გუშინ გაკეთებულმა განცხადებამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ 1 აგვისტოს მიიღეს მათ საბოლოო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ამ პარტიას არ ყავს ხელმძღვანელი და უფლებამოსილი პირი. შესაბამისად, ეს ინფორმაცია არ გადაეგზავნა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და ამ გარემოების შესახებ ცესკოსთვის გუშინ გახდა ცნობილი. პრობლემა ის არის, რომ პარტია დარეგისტრირდა, როგორც საარჩევნო სუბიექტი. პრობლემაა ისიც, რომ საჯარო რეესტრში ინფორმაცია, პარტიას ხელმძღვანელი არ ჰყავდა ასახული არ იყო“- აცხადებს „სამართლიანი არჩევნების“ იურისტმა ნინო რიჟამაძემ.

იურისტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული რეგისტრაციის საკითხზე სახელმწიფო უწყებების შორის მეტი კოორდინაცია უნდა ყოფილიყო.

"გამოჩნდა, რომ ორგანოებს შორის არ იყო მჭიდრო და მკაფიო კოორდინაცია. რადგან პოლიტიკური პარტიების საარჩევნო რეგისტრაცია, არის ძალიან მნიშვნელოვანი, ორივე უწყებას - ცესკო - ს და საჯარო რეესტრს უნდა ჰქონოდათ უფრო მჭიდრო კოორდინაცია“,-აღნიშნა რიჟამაძემ.

„კონსტიტუციის“ 42 -ე მუხლშიც" თვლიან, რომ ისეთი პარტიის რეგისტრაციაში გატარებისთვის, რომელის ხელმძღვანელ პირებს უფლებამოსილება იურიდიულად არ გააჩნიათ, პასუხისმგებლობა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უნდა დაეკისროს.

"გუშინ რეესტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, ეს პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა ცესკოს ეკისრება. იმიტომ რომ, კანონის მიხედვით, როცა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, პარტია ითხოვს საარჩევნო რეგისტრაციას და წარადგენს შესაბამის დოკუმენტაციას მათ შორის უნდა იყოს საჯარო რეესტრის ინფორმაცია, ხელმძღვანელი პირის ან პირების შესახებ, სახელი, გვარი მისამართი და ასე შემდეგ. თუ ეს ეს დოკუმენტაცია არ იყო პირველადი რეგისტრაციის დროს მაშინ გაუგებარია რატომ მოხდა აღნიშნული პარტიის რეგისტრაციაში გატარება. თუ რეგისტრაციის გატარების დროს იყო იგივე ხარვეზები, რის საფუძველზეც დღეს უკვე მოხსნეს "ცენტრისტები" რეგისტრაციიდან, ამას აღარ უნდა იურისტის შეფასება - პასუხისმგებლობა ეკისრება ცესკოს"-განუცხადა "ნიუპოსტს" კონსტიტუციის“ 42 -ე მუხლის წარმომადგენელმა დიტო ხაჩიძემ.

მისი თქმით, მართალია ცესკო-ს არ ევალება შეისწავლოს პარტიის ხელმძღვანელ პირთა არჩევისა და უფლებამოსილების კანონიერების საკითხი, თუმცა იმ პირობებში, როცა 2006 წელს ხელმძღვანელი პირების მონაცემების განახლება საჯარო რეესტრში არ მომხდარა, საინტერესოა რა წარადგინა ცესკოში "ცენტრისტების" წარმომადგენელმა?!

"ცესკო ყველა დოკუმენტის სისწორეს ვერ შეამოწმებს, მაგრამ საარჩევნო რეგისტრაცისთვის არ არის საჭირო მხოლოდ პარტიის განცხადება, მონაცემები უნდა იყოს რეგისტრირებული შესაბამის უწყებებში"- განმარტა იურისტმა.

ცნობისათვის, თემის ირგვლივ ატეხილი ხმაურის შემდეგ, პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტები“ დღეს საარჩევნო რეგისტრაციიდან მოიხსნა. შესაბამისი განკარგულება ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ დღეს 11:00 საათზე გამოსცა.

ჟვანიას განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებას საფუძვლად საჯარო რეესტრის ინფორმაცია უდევს, რომლის მიხედვითაც, პარტია „ცენტრისტების“ ხელმძღვანელ პირებს უფლებამოსილება იურიდიულად არ გააჩნიათ.

აღსანიშნავია, რომ ცესკო საჯარო რეესტრის პრეტენზიებს არ იზიარებს. ჟვანიას არგუმენტი ასეთია: ცესკო-ს არ ევალება შეისწავლოს პარტიის ხელმძღვანელ პირთა არჩევისა და უფლებამოსილების კანონიერების საკითხი.

"გადაწყვეტილებები, რომელიც სამართლებრივ უფლებამოსილებებს ეხება, იმ პოლიტიკური გაერთიანებების, რომელიც როგორც იუსტიციის სამინისტროშია რეგისტრირებული ასევე ამ რეგისტრაციის საფუძველზე ტარდებიან საარჩევნო რეგისტრაციაში, მნიშვნელოვანია მსგავსი ინფორმაცია შესაბამისი უწყებებიდან დროულად და ოფიციალურად იქნას მოწოდებული საარჩევნო ადმინისტრაციისთვის"- ამბობს ჟვანია.

საპირისპიროს აცხადებენ იურისტები, მათი თქმით, ცენტარალურმა კომისიამ ხაჩიშვილი ისე აღიარა პარტიის უფლებამოსილ პირად, რომ იუსტიციის სამინისტროსთან არ გაურკვევია, გაატარა თუ არა წულუკიანის უწყებამ ხაჩიშვილი რეესტრში, როგორც „ცენტრისტების“ უფლებამოსილ პირად.

როგორც ლევან ალაფიშვილი აცხადებს, რომ ცესკოს თავმჯდომარე თავის მართლების რეჟიმზეა გადასული.

"მართალია ცესკომ გამოასწორა დაშვებული უხეში შეცდომა, თუმცა რა მივიღეთ - ამ ადამიანებმა ისარგებლეს უფასო პოლიტიკური დროით, რომელიც მოაკლდათ სხვა პოლიტიკურ პარტიებს. ბედუკაძე-ხაჩიშვილმა უფასო პოლიტიკური რეკლამით ისარგებლა ჩვენი ჯიბიდან დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით. თვლადი ზიანი მიადგა საზოგადოებას. ამიტომ მეტი პასუხისმგებლობა მართებს ცესკოს. მათ თანამშრომლებს ხელფასს რისთვის უხდით? რომ არჩევნები კანონის ჩარჩოში ჩატარდეს და არა იმისთვის რომ თავი იმართლონ, რომ თურმე არ იცოდა ის ინფორმაცია რაც რიგითი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომია. რეესტრს არ აქვს ვალდებულება ვინმეს მიაწოდოს ინფორმაცია, ის საჯაროობას უზრუნველყოფს. იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი, საჯარო რეესტრი საშუალებას აძლევს ცესკოს მიიღოს ოპერატიული ინფორმაცია კონკრეტულ პირზე თუ რა თქმა უნდა მიმართავს მას ამ მოთხოვნით. ამასთან 113-ე მუხლში ძალიან მკაფიოდ წერია - კი ბატონო, რეგისტრაციაში ატარებს ან ხსნის რეგისტრაციიდან პოლიტიკურ პარტიებს ცესკოს თავმჯდომარე, მაგრამ ამავე დროს განაცხადი უნდა შეისწავლოს და შესაბამისი დასკვნა უნდა წარადგინოს შესაბამისმა სამსახურმა. პარტიის არსებობა, უფლებამოსილი პირის იურიდიულაად არსებობა უნდა შეისწავლოს შესაბამისმა სამსახურმა"- აღნიშნა ალაფიშვილმა "ნიუპოსტთან" საუბრისას.

სპეციალისტები ცესკოს ადანაშაულებენ იმაშიც, რომ მან მხოლოდ ყრილობის ოქმის წარდგენის შემდეგ გაატარა რეგისტრაციაში აღნიშნული პარტია. ყრილობის გადაწყვეტილება კი თავმჯდომარეობას არ ნიშნავს.

ამ ყველაფერმა კი სააშკარაოიზე გამოიტანა შემდეგი: ორი სახელმწიფო უწყება ცენტრალური საარჩევნო კომისია და იუსტიციის სამინისტრო ერთმანეთს არ ელაპარაკება.

თუ თეა წულუკიანის უწყების განცხადებას გავითვალისწინებთ, მათ პირველ აგვისტოს უკვე იცოდნენ, რომ ცესკოს შეცდომა ჰქონდა დაშვებული, ასევე მათთვის ცნობილი იყო, რომ "ცენტრისტები" საარჩევნო სუბიექტად დაარეგისტრირა ჟვანიამ და ამ დარღვევის შესახებ არც კი აცნობა ცესკოს.

„ცეტრისტებთან" დაკავშირებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გუშინ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ "ცენტრისტები" ჯერ კიდევ 2002 წელს დარეგისტრირდნენ, თუმცა 2006 წელს პოლიტსაბჭოსა და თავმჯდომარეს უფლებამოსილების ვადა გაუვიდათ.

2016 წელს კი, როდესაც ხაჩიშვილმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი პირების დასარეგისტრირებლად მიმართა, ხარვეზიანი დოკუმენტაცია წარდგინა და შესაბამისად, რეესტრში პარტიის თავმჯდომარე თუ ხელმძღვანელი პირები ვერ გატარდნენ.

დავით ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42