მოძრაობა პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის ეკონომიკური თემატიკის ლიდერების განცხადებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 156,946-ით არის გაზრდილი და ჯამში ივლისის თვის მონაცემებით 474,399-ს შეადგენს.
„პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ სოციალურად დაუცველი მოსახლეობით პოლიტიკური მანიპულირების თავიდან ასაცილებლად ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დააწესებს 4 წლიან პერიოდს, რომლის განმავლობაშიც არ გადაიხედება საარსებო შემწეობის მიმღებთა სია.
“მიუხედავად „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ მოწოდებისა საქართველოს მთავრობა წინასაარჩევნოდ აგრძელებს მანიპულირებას სოციალურად დაუცველი ადამიანებით და ბოლო ორი თვის განმავლობაში დამატებით 17,125 ადამიანს დაუნიშნა სოციალური დახმარება. ეს არის მოსახლეობის ის ნაწილი ვისაც დახმარება ბევრად ადრე ეკუთვნოდა, მაგრამ სამწუხაროდ პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად მთავრობამ სოციალური დახმარების გაცემა მხოლოდ არჩევნების წინა პერიოდში დაიწყო.“ - განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი პაპავამ.
„მოვუწოდებთ სოციალური მართვის სააგენტოს უფროსს, საჯაროდ გააკეთოს განცხადება თუ რამ განაპირობა წინა საარჩევნო პერიოდში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ზრდა. ეს იმ ფონზე ხდება როდესაც ხელისუფლება თავს იწონებს რომ სიღარიბის დონემ ქვეყანაში იკლო „ - განაცხადა ირაკლი ყიფიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






