გლდანში, მე-20 ოლქში, მაჟორიტარობის კანდიდატი კობა კობალაძე დასახელდა. ის ვეტერანების საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი იყო.
გლდანის, 21-ე ოლქში, ,,ქართული ოცნება“ არჩევანს ლევან კობიაშვილზე აკეთებს. კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია.
გლდანში, 22-ე ოლქში, "ქართული ოცნებიდან" გამარჯვებისთვის ექიმი და ბიზნესმენი ლევან კობერიძე იბრძოლებს.
დიდუბეში, მე-15 ოლქში, პრემიერმა ზაზა პაპუაშვილი დაასხელა.
ბიზნესმენი ილია წულაია, დიდუბეში, მე-16 ოლქში, მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელდა.
ვაკეში, მე-2 ოლქში, ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება ბიძინა გეგიძე.
ვაკეში, მე-3 ოლქში, მმართველი პარტიიდან გამარჯვებისთვის მუსიკოსი ზაზა ხუციშვილი იბრძოლებს.
ისანში, მე-8 ოლქში, მაჟორიტარობის კანდიდატია თბილისის საკრებულოს წევრი, ვეტერანი მორაგბე ირაკლი აბუსერიძე.
ისანში, მე-9 ოლქში, მაჟორიტარობის კანდიდატად ბიზნესმენი დავით ჭიჭინაძე წარადგინეს.
ისანში, მე-10 ოლქში, ბექა ნაცვლიშვილი დასახელდა ის თბილისის საკრებულოს წევრია.
კრწანისში, მე-7 ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი ,,ქართული ოცნებიდან“ იქნება ბექა ოდიშარია, საქართველოში ლატვიის საპატიო კონსული.
ნაძალადევში, მე-17 ოლქში, მაჟორიტარობის კანდიდატია სოფო კილაძე კილაზე პროფესიით იურისტია.
,ქართული ოცნებიდან“ ნაძალადევში, მე-18 ოლქში, მაჟორიტარობის კანდიდატი ვეტერანი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი იქნება.
ნაძალადევში, მე-19 ოლქში, კანდიდატად დასახელებულია ნაძალადევის გამგებელი ზაზა გაბუნია.
საბურთალოზე, მე-4 ოლქში, მაჟორიტარი დეპუტატის მანდატისთვის მამუკა მდინარაძე იბრძოლებს.
საბურთალოზე, მე-5 ოლქში, მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო გოგუაძე იქნება.
საბურთალოზე, მე-6 ოლქში, "ქართული ოცნებიდან" მაჟორიტარობის კანდიდატია თბილისის საკრებულოს წევრი ლევან გოგიჩაიშვილი.
სამგორში, მე-11 ოლქში, მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება ინტელექტუალურ კლუბ „რა? სად? როდის?“ პროდიუსერი და წამყვანი გიორგი მოსიძე.
მარიამ ჯაში, რომელიც სოლდარობის ფონდის ხელმძღვანელია პრემიერმა კანდიოდატად სამგორში, მე-12 ოლქში დაასახელა.
სამგორში, მე-13 ოლქში, მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება დეპუტატი შოთა ხაბარელი.
ჩუღურეთში, მე-14 ოლქში, "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელებულია დეპუტატი გია ვოლსკი.
მასალის გამოყენების პირობები






