პოლიტიკური სკანდალი: რატომ დაარეგისტრირა ცესკო-მ ,,ცენტრისტები“ უფლებამოსილი პირის გარეშე
პოლიტიკა - 19:59, 15 Aug, 2016     3505
საჯარო რეესტრის მიერ „ცენტრისტების“ რეგისტრაციასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადების შემდეგ "ნიუპოსტი" შეეცადა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაერკვია, როგორ დაარეგისტრირა ცესკომ ცენტრისტების გაერთიანება უფლებამოსილი პირის გარეშე.

ჩვენ აღნიშნული კითხვა ცესკო-ს სპიკერს ანა მიქელაძეს დავუსვით.

"ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პოლიტიკური გაერთიანება "ცენტრისტების" სახელით პარტიის ოფიციალური ბლანკის და ბეჭდის გამოყენებით, 2 ივნისს განცხადებით მომართა თემურ ხაჩიშვილმა. მან წარმოადგინა კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები, ასევე წარმოადგინა პარტიის 2016 წლის 29 მაისს ნოტარიულად დამოწმებული ოქმი, რომლის მიხედვითაც არჩეული იყო პარტიის თავმჯდომარედ. აღსანიშნავია, რომ მოქალაქეთა გაერთიანების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, რომელიც ძალაში 20 ივნისს შევიდა, სავალდებულო გახდა ის ნორმა, რომლის მიხედვითაც პარტიის ხელმძღვანელი პირის მონაცემებში შეტანილი ცვლილებები მოქმედებს მხოლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ. ჩვენთვის დღეს გახდა საჯარო რეესტრის პირველი აგვისტოს გადაწყვეტილება, ახლად აღმოჩენილი გარემოებიდან გამომდინარე ცესკო აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებს და მიიღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას უმოკლეს ვადებში"- განუცხადა "ნიუპოსტს" ცესკო-ს სპიკერის ანა მიქელაძემ.

მიქელაძე ამბობს, რომ ცესკოსთვის ხაჩიშვილის მიერ 2 ივნისს წარდგენილ დოკუმენტებში, ხარვეზები არ ყოფილა.

"დარღვევა არ იყო, პარტიამ 2 ივნისს წარადგინა ის დოკუმენტაცია, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებდა. კანონმდებლობაში შევიდა ცვლილებები 20 ივლისს და სავალდებულო გახდა ის ნორმები რაზეც ზემოთ გესაუბრეთ. პარტიის ხელმძღვანელი პირის მონაცემებში შეტანილი ცვლილებები მოქმედებს მხოლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ"- თქვა სპიკერმა.

კითხვაზე მოხსნის თუ არა ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგისტრაციიდან "ცენტრისტებს" საჯარო რეესტრის განცხადების შემდეგ, მიქელაძემ აღნიშნა:

"ცესკო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში, უმოკლეს დროში მოახდენს შესაბამის რეაგირებას"- თქვა მან.

"ცეტრისტებთან" დაკავშირებით საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განცხადება გაავრცელა, განცხადებიდან ირკვევა, რომ "ცენტრისტები" ჯერ კიდევ 2002 წელს დარეგისტრირდნენ, თუმცა 2006 წელს პოლიტსაბჭოსა და თავმჯდომარეს უფლებამოსილების ვადა გაუვიდათ.

2016 წელს კი, როდესაც ხაჩიშვილმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი პირების დასარეგისტრირებლად მიმართა, ხარვეზიანი დოკუმენტაცია წარდგინა და შესაბამისად, რეესტრში პარტიის თავმჯდომარე თუ ხელმძღვანელი პირები ვერ გატარდნენ.

იურისტებისთვის გაუგებარია, თუ როგორ დაარეგისტრირა ცესკომ ისეთი პოლიტიკური გაერთიანება, რომელსაც უფლებამოსილი პირი არ გააჩნია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42