„ცენტრისტების" მიზანი საქართველოში „რუსული ბაზების დაკანონებაა"- GDI-ის მიმართვა პარლამენტს
პოლიტიკა - 18:58, 15 Aug, 2016     1968
"საქართველოს დემოკრატიული ინიციატვია (GDI) მიიჩნევს, რომ პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ საქმიანობა ანტიკონსტიტუციურია და მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის წევრებს გამოიყენონ საკუთარი უფლებამოსილება და მიმართონ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვის მოთხოვნით, ხოლო, იმის გათვალსიწინებით, რომ ხსენებულ დავას საქართველოს კანონმდებლობით სპეციალური სუბიექტი ყავს, GDI გამოთქვამს მზადყოფნას საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოადგინოს საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ 1/5-ის ინტერესები. შესაბამისად თანამშორმლობას ვთავაზობთ ყველა დაინტერესებულ პარლამენტის წევრს ან/და პოლიტიკურ ჯგუფს, როგორც კონსტიტუციური სარჩელის მომზადების, ასევე განსახილველ საქმეზე წარმომადგენლობის კუთხით.

2016 წლის 13 აგვისტოდან საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ წინაასაარჩევნო რეკლამა განთავსდა,[1] რომლითაც პოლიტიკური გაერთიანება ამომრჩევლებს არჩევის შემთხვევაში 400-ლარიან რუსულ პენსიას, ორმაგი მოქალაქეობის შესახებ კანონის მიღებას და რუსული სამხედრო ბაზების დაკანონებას ჰპირდება.[2]

"პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ საქმიანობის ერთ-ერთ მიზანი, საქართველოს ტერიტორიაზე „რუსული ბაზების დაკანონება“, არსებული მოცემულობის გათვალსიწინებით სხვა არაფერია თუ არა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსეული რუსული სამხედრო შენაერთების კანონიერად ცნობა (ხოლო უარეს შემთხვევაში დამატებითი სამხედრო ბაზების განთავსება) და ფაქტობრივად რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მხარდჭერა, რაც ცალსახად ანტიკონსტიტუციური საქმიანობაა.

საქართველოს კანონის „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად დაუშვებელია ისეთი პარტიის საქმიანობა, რომლის მიზანია ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ხოლო ამავე კანონის 35-ე მუხლის მიხედვით პარტიის აკრძალვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არის შესაძლებელი, და მისი საფუძველია პოლიტიკური გაერთიანების მიზნად ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ქონა"- წერია განცხადებაში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42