,,გვითხრეს, რომ მომავალ კვირას, კერძოდ კი სამშაბათს, ყველაფერი გახდება ცნობილი. ვენდობი გამოძიებას. თუკი ყველაფერი არ გახდება ცნობილი, ჩემს მკვდარს დავუსვენებ პოლიციასთან",- განაცხადა როგორც პროკურატურიდან დაკითხვის შემდეგ გამოსულმა გარდაცვლილის ბიცოლამ დარიკო ჯაშმა.
გარდაცვლილი დემურ სურმავას ოჯახის წევრები ეჭვობენ, რომ უბნის ინსპექტორი, რომელმაც ახალგაზრდა, სავარაუდოდ, თვითმკვლელობამდე მიიყვანა, საბედისწერო ღამეს მარტო არ იმყოფებოდა.ამის გარკვევას 22 წლის ახალგაზრდას ოჯახი დღეს სამტრედიის პოლიციაში შეეცადა, თუმცა სამართალდამცავებმა ოჯახის წევრებს შენობაში შესვლის უფლება არ მისცა.
დემურ სტურუა მშობლიურ სოფელში 2 დღის წინ დაკრძალეს, მანამდე კი ცხედარი ოჯახის წევრებმა, სამტრედიის მუნიციპალიტეტის პოლიციის შენობასთან დაასვენეს.
სტურუას ოჯახის წევრები პოლიციის შენობაშიც შევიდნენ, პოლიციელთა მოწოდებას, შენობა დაეტოვებინათ სტურუას დის პროტესტი მოჰყვა. სტურები ახალგაზრდას თვითმკვლელობამდე დაწერილ წერილში ნახსენები პოლიციელის დაუყოვნებლივ დაკავება კიდევ ერთხელ მოითხოვეს. მათი თქმით, სამართალდამცავი ამ დრომდე არ დაუკავებიათ.
სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეში დასახელებულმა პოლიციელმა გოდერძი თევზაძემ თანამდებობა გუშინ მედიაში გასული ინფორმაციის შემდეგ დატოვა.
საქმე პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს.
მიმდინარე წლის 8 აგვიტოს, სამტრედიაში 22 წლის ახალგაზრდამ დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სტურუამ სუიციდამდე წერილი დაწერა, სადაც საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა. როგორც ახალგაზრდა წერს, მას სამტრედიის ერთ-ერთი პოლიციელი, სამართალდამცავებთან თანამშრომლობას აიძულებდა.
დემურ სტურუა წერილში წერდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ის პოლიციის, გოდერძი თევზაძის მოთხოვნებს არ შეასრულებდა, მას მოკლავდნენ. გარდა ამისა, სტურუა მის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზეც საუბრობდა მისი თქმით ის პოლიციის მანქანაში ცემეს.
მასალის გამოყენების პირობები






