პარლამენტის ბიუროზე კვორუმი არ შედგა- სხდომას ენმ და "ქართული ოცნება" არ დაესწრნენ
პოლიტიკა - 16:58, 15 Aug, 2016     1682
პარლამენტის ბიუროს სხდომა, რომელიც დღეს იყო ჩანიშნული, კვორუმის არარსებობის გამო ვერ შედგა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა და აღნიშნა, რომ პარლამენტის ისტორიაში ეს უცნაური დღეა, რაგდან საკანონმდებლო საქმიანობას არ ესწრება როგორც „ნაციონალური მოძრაობა“. ასევე „ქართული ოცნებაც“. ბიუროს სხდომის ჩასატარებლად 17 დეპუტატის დასწრება იყო საჭირო თუმცა მხოლოდ 9 დეპუტატი გამოცხადდა "რესპუბლიკელების", "თავისუფალი დემოკრატების", "ეროვნული ფორუმის" და "მრეწველების" პარტიებიდან.

ბიუროს სხდომაზე დღეს ორ საკონსტიტუციო ინიციატივაზე უნდა ემსჯელათ. პირველი მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის ინიციატივა იყო, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში ქვეყნის ე,წ უბლოკო სტატუსის დაფიქსირებას გულისხმობს და ამ მიზნით მოქალაქეთა ხელმოწერების შეგროვებას ითვალისწინებს. ხოლო მეორე ინიციატივის ავტორი თავად პარლამენტის თავმჯდომარე იყო და ის ე.წ უბლოკო სტატუსის საპირისპიროდ ევროატლანტიკური მისწრაფებების კონსტიტუციის პრეამბულაში შეტანას ითხოვს.

„ჩემთვის უცნობია მიზეზი და მოტივი, რატომ ვერ შეძლეს კოლეგებმა სხდომაზე მოსვლა. მე მქონდა მცდელობა დაკავშირების, მაგრამ ვერ შევძელი“- განაცხადა დავით უსუფაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ბიუროს სხდომა 17 აგვისტოს, 15:00 საათზე ჩაინიშნა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ბიუროს სხდომაზე არდასწრება ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მიერ დღეს დაგეგმილი პარტიული ღონისძიებით ახსნეს. დღეს ოცნება თბილისის რაიონების მაჟორიტარობის კანდიდატების დასახელებას გეგმავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42