"უბლოკო სტატუსი" VS "ევროატლანტიკური ინტეგრაცია"- რა არჩევანს გააკეთებენ საპარლამენტო პარტიები
პოლიტიკა - 11:43, 15 Aug, 2016     2009
კონსტიტუციაში ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანთან დაკავშირებით ჩანაწერის გაკეთების შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ინიციატივას, მხარს „ნაციონალური მოძრაობა“ და „თავისუფალი დემოკრატებიც“ უჭერენ და შესაბამის დოკუმენტზერ ხელმოწერას აპირებენ. რესპუბლიკელი თამარ კორძაიას განმარტებით, კონსტიტუციაში ევროატლანტიკური არჩევანის დაფიქსირება საფრთხეების თავიდან ასაცილებლად არის საჭირო, ერთ-ერთ საფრთხედ კი კორძაია ე.წ უბლოკო სტატუსის შესახებ ნინო ბურჯანაძის ინიციატივას მიიჩნევს:

„რას ნიშნავს ეს უბლოკო და რა შედეგებს მოიტანს ჩვენი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის ამაზე არაფერს არ ეუბნებიან ადამიანებს და ამიტომ მათი დაპირებები საფრთხის მომცველია ჩვენი ქვეყნისათვის, ამ საფრთხის არიდების მიზნით შევთავაზეთ საზოგადოებას ეს ინიციატივა“- განაცხადა თამარ კორძაიამ.

„რესპუბლიკელებისგან“ განსახვავებით აღნიშნული ინიციატივას წინასაარჩევნო კამპანიად მიიჩნევს საპარლამენტო უმრავლესობა, მათი განმარტებით საქართველოს საგარეო კურსი ისედაც გარკვეულია და ეჭვქვეშ არ დგას.

„ამის განსაკუთრებულ მიზანშეწონილობას და აუცილებლობას ვერ ვხედავ. ისინი ამ ფორმით ამომრჩევლის ყურადღების მიპყრობას ცდილობენ და წინასაარჩევნო ქმედებებთან არის დაკავშირებული“- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიგი წერეთლის თქმით, კონსტიტუციაში მსგავსი ჩანაწერის გაკეთება ენმ-ს მიზანშეწონილად მიაჩნია და კარგი იქნებოდა, ეს გადაწყვეტილება უფრო ადრეც ყოფილიყო მიღებული:

„ჩვენ გვქონდა ბევრი ინიციატივა სხვადასხვა ტიპის დოკუმენტებში, მათ შორის საქართველოს კონსტიტუციაშიც ასახულიყო ეს გადაწყვეტილება , მუდმივად გვხვდებოდა წინააღმდეგობა და უარი. დღეს ჩვენ ვხედავთ ასეთ ინიციატივას რესპუბლიკური პარტიის მხრიდან, კარგი იქნებოდა ეს ადრე გაკეთებულიყო“- აღნიშნა გიგი წერეთელმა.

ინიციატივას მხარს უწერს და ევროინტეგრაციაში მისი გუნდის მიღწევებზე საუბრობს „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანიაც:

“თუ კი პარლამენტში ეს საკითხი დადგება აუცილებლად დავუჭერთ მხარს, იცით, რომ ჩვენ ძალიან გამოკვეთილად ვართ ის პარტია, რომელსაც შეტანილი აქვს დიდი წვლილი ჩვენ ევროპულ დაახლოებაში და ინტეგრაციაში“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42