ცესკოში 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის პოლიტიკურ გაერთიანებათა რეგისტრაციის პროცესი სრულდება. 14 აგვისტოს მდგომარეობით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის თხოვნით 64 პარტიამ მიმართა. ცესკო-მ რეგისტრაციაში 41 პარტია გაატარა, 16 რეგისტრაციის პროცესშია, ხოლო 7 პარტიას უარი ეთქვა რეგისტრაციაზე, მათ შორის არიან: პ/გგაერთიანებული საქართველოს დემოკრატიული პარტია, პ/გ ძალოვანი ვეტერანების, პატრიოტთა და პენსიონერთა პოლიტიკური მოძრაობა მამულიშვილი, პ/გ სამართლიანი საქართველოსთვის, პ/გ პარტია სამშობლო, პ/გ ხმა დედის და ხმა ერის, პ/გ ხალხთა მეგობრობისა და სამართლიანობის პარტია.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის განმარტებით ამ პოლიტიკურმა სუბიექტებმა ვერ შეძლეს ცესკო-ში წარმოედგინათ, მხარდამჭერთა სიები, რაც შეეხება "დემოკრატიულ საქართველოს" მას იუსტიციის სამინისტროში ხელახალი რეგისტრაცია არ ჰქონდა გავლილი.
მასალის გამოყენების პირობები






