ზოტიყელობის დღესასწაულზე ახალგაზრდებსა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირება მოხდა
პოლიტიკა - 16:34, 14 Aug, 2016     18451

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგნლების დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა დღეს, ზოტიყელობის სახალხო დღესასწაული, რომელიც ეს ესაა დასრულდა.

დღესასწაული, რომლის თანადამფინანსებელი ხულოს მუნიციპალიტეტი იყო, აჭარა-გურიის საზღვარზე, კურორტებს ბახმაროსა და ბეშუმს შორის ყოველწლიურად ამ დროისთვის იმართება.

დაპირისპირება ადგილობრივ მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის მას შემდეგ დაიწყო, როცა ადგილობრივმა მოსახლეობამ, ძირითადად ახალგაზრდობამ, ხელისუფლებას სცენაზე გამოფენილი "ქართული ოცნების" დროშის, სახელმწიფო დროშით ჩანაცვლება მოსთხოვა.

პარტიული დროშის ჩამოხსნაზე ყველაზე დიდი წინააღმდეგობა ახალგაზრდებს ხულოს გამგებელმა, ბესიკ ბაუაჩაძემ გაუწია, რასაც ორ მხარეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ადგილზე იმყოფებოდა პოლიციაც.

მდგომარეობა მას შემდეგ განიმუხტა, რაც ხელისუფლებამ ადგილობრივების მოთხოვნა დააკმაყოფილა, "ქართული ოცნების" დროშა სცენიდან მოხსნა და ერთ ერთი აქტივისტის ავტომანქანაზე დაამაგრა. მოსახლეობის მოთხოვნით მოიტანეს სახელმწიფო დროშაც და სცენაზე პარტიის დროშის ნაცვლად გაფინეს.

დღესასწაულს ხულოს ხელისუფლების გარდა, "ნაციონალური მოძრაობიდან" ბათუმისა და ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, ლევან ვარშალომიძე და დავით მჟავანაძე ესწრებოდნენ
.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42