მალხაზ პატარაია: კლიპი ვიზუალურად და შინაარსობრივად ჩვენი ქვეყნის სრული ოკუპაციისაკენ მოწოდებაა
პოლიტიკა - 12:39, 14 Aug, 2016     4681

საზოგადოებრივ მაუწყებელზე გასული ხაჩიშვილი-ბედუკაძის საარჩევნო კლიპის თაობაზე განცხადებას ავრცელებს "აფხაზთა კრების" ლიდერი მალხაზ პატარაია. მისი აზრით, აღნიშნული კლიპი ვიზუალურად და შინაარსობრივად ჩვენი ქვეყნის სრული ოკუპაციისაკენ მოწოდებაა.

"დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი. ეს არის საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ომის პროპაგანდა.

მაუწყებლობის შესახებ კანონი ამბობს:
მუხლი 56. პროგრამული შეზღუდვები
იკრძალება ომის ნებისმიერი სახით პროპაგანდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მესვეურებმა სწორედ ამ ნორმის საფუძველზე უნდა აკრძალონ ეს საზიზღრობა და ნუ მოგვერიდება ტერმინების.

ხოლო, საქართველოს პროკურატურამ კლიპის ავტორთა მიმართ იხელმძღვანელოს საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსის 308-ე (საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა), 317-ე (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ) და 319-ე (უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება) მუხლებით და დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება ამ გარეწრების წინააღმდეგ.

ორიოდე დღის წინ ჩატარებულ საპროტესტო აქციაზე სწორედ ამის თაობაზე აფრთხილებდა ,,აფხაზთა კრება“ საზოგადოებასა და პრეზიდენტს. აი, ჩვენი გულგრილობის კიდევ ერთი, მეტად სახიფათო და საგანგაშო შედეგი.

თუ უმოქმედოა ხელისუფლება, უნდა იმოქმედოს ხალხმა!" - წერს პატარაია თავის ფეისბუქის გვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42