როგორც პრემიერმა განაცხადა "სახელმწიფო არავითარ შემთხვევაში ხელს არ დააფარებს არავის".
„მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს. როგორც კი ეს ფაქტი მოხდა, პოლიციელი, ვისზეც არის საუბარი, გადაყენებულია თანამდებობიდან. გამოძიება ჩატარდება. არავითარ შემთხვევაში სახელმწიფო ხელს არავის არ დააფარებს. მეც პირადად აუცილებლად გავაკონტროლებ გამოძიების მიმდინარეობას“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშივილმა.
მიმდინარე წლის 8 აგვიტოს, სამტრედიაში 22 წლის ახალგაზრდამ დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სტურუამ სუიციდამდე წერილი დაწერა, სადაც საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა. როგორც ახალგაზრდა წერს, მას სამტრედიის ერთ-ერთი პოლიციელი, სამართალდამცავებთან თანამშრომლობას აიძულებდა.
დემურ სტურუა წერილში წერდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ის პოლიციის, გოდერძი თევზაძის მოთხოვნებს არ შეასრულებდა, მას მოკლავდნენ. გარდა ამისა, სტურუა მის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზეც საუბრობდა მისი თქმით ის პოლიციის მანქანაში ცემეს.
მასალის გამოყენების პირობები






