„რუსუდან გვენეტაძე არის ბიოლოგიის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის რეზიდენტურის დოქტორი, რეპროდუქციული კლინიკის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ხელმძღვანელი. ის წლების განმავლობაში მუშაობდა და დაცული აქვს დისერტაცია შრომის, ჰიგიენისა და პროფდაავადებათა მიმართულებით. რუსუდან გვენეტაძე მოღვაწეობს ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით, ასევე, ეწევა როგორც პედაგოგიურ, ისე სამეცნიერო მოღვაწეობას. ეს მხარე მისთვის არის მშობლიური და მის ოჯახს დიდი წვლილი მიუძღვის ტყიბულის განვითარების საქმეში. ტყიბულის ახალგაზრდობის სასახლე და კულტურის თეატრის შენობა სწორედ მისი მამის, ოთარ გვენეტაძის აშენებულია. რუსუდან გვენეტაძემ კარგად იცის როგორ უნდა იყოს მეშახტეთა შრომის უფლებები, რომ შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს. მე მჯერა, რომ მასთან ერთად უკეთეს ცხოვრებას შევუქმნით ტყიბულისა და თერჯოლის მოსახლეობას“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
თავის მხრივ ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარობის კანდიდატმა რუსუდან გვენეტაძემ აღნიშნა, რომ ამ რაიონში კენჭისყრა მისთვის სერიოზული გამოწვევა და უდიდესი პასუხიმგებლობაა.
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ მომეცა შესაძლებობა წარმოვადგენდე ჩემს მშობლიურ რეგიონს საკანონმდებლო ორგანოში. მიმაჩნია, რომ ეს სერიოზული გამოწვევა და უდიდესი პასუხისმგებლობაა. კარგად ვიცნობ ჩემი რაიონის, ტყიბულისა და თერჯოლის მოსახლეობის პრობლემებს და ყოფას. გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ხალხს ჰქონდეს უკეთესი ცხოვრება, უკეთესი პირობები. ჩვენ, „თავისუფალი დემოკრატების“ ძლიერი გუნდი ერთად გავიმარჯვებთ წინასაარჩევნოდ დასახულ ამ ურთულეს გზაზე“, - განაცხადა რუსუდან გვენეტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






