მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმეზე გამოძიება განახლდა - პროკურატურაში ლალი მოროშკინა იკითხება
პოლიტიკა - 12:48, 13 Aug, 2016     3405

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმეზე გამოძიება განახლდა.

პროკურატურაში პოლიტიკური მოძრაობა ”თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის” წევრ ლალი მოროშკინას დაკითხვა მიმდინარეობს.
მოროშკინას ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილებასთან დაკავშირებით კითხავენ.

როგორც დაკითხვაზე შესვლამდე ლალი მოროშკინამ ჟურნალისტებს განუცხადა, ის 2014 წელს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მრჩეველი იყო და იმ პერიოდში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით სხვადასხვა უწყებას მიმართა.

”2014 წელს მე ვიყავი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მრჩეველი და იყო რიგი დარღვევები, რასთან დაკავშირებითაც მე პროტესტიც გამოვთქვი, სხვადასხვა უწყებას მივმართე, რომ მე ვიყავი მრჩეველი და ცხადია, ჩემს კომპეტენციაში შედიოდა როგორც რჩევის მიცემა, ასევე იმ უკანონობის ალაგმვა, რაც იმ პერიოდში დეპარტამენტში ხდებოდა. მაშინ პირველი რაზეც მე გავამახვილე ყურადღება, ეს იყო ზონდერების დანიშვნა მაღალ თანამდებობებზე, ეს იყო იდენტიფიცირებული ზონდერების ჯგუფი, რომლებიც მოვიდნენ დეპარტამენტის სათავეში”, - განაცხადა ლალი მოროშკინამ.

2 წლის წინ სასამართლო სხდომაზე ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ის მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის, დავალებით საკნიდან გაიყვანეს და აიძულებდნენ, ზურაბ ჟვანიასა და მიხეილ სააკაშვილის საქმეებზე მიეცა ჩვენება მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ.

მერაბიშვილის განცხადებასმაშინ პროკურატურის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

გამოძიება მხოლოდ მას შემდეგ განახლდა, რაც სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ამ საქმეზე სრულფასოვანი გამოძიების ჩატარება დაავალა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42